საქმიანი ტურიზმი

ავტო-ტრანსპორტი

აჭარა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სხვა რეგიონებთან და  ქალაქებთან. შიდა გადაადგილებისთვის, როგორც აჭარის რეგიონში ასევე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი ან დაქირავებული მანქანით მგზავრობაა.

რეგიონალური ავტო-ტრანსპორტი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს და ტურისტულ მიმართულებებს. მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით გადაადგილება უზრუნველყოფს ტურისტულ ლოკაციებთან მაქსიმალურად ახლოს მისვლას. ხელმისაწვდომი მგზავრობის ღირებულება, ბიუჯეტური ფასი და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა, მოსახერხებელს გახდის თქვენს მოგზაურობას. მიკრო-ავტობუსები და ავტობუსები რეგულარულ რეისებს ახორციელებენ სხვადასხვა საავტომობილო სადგურებიდან.

აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს საავტომობილო სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები. შესაძლებელია კერძო ავტომობილის დაქირავება, როგორც მანქანის ასევე მძროლთან ერთად. კერძო ავტომობილის ან მინივენის გაქირავებას უზრუნველყოფენ საავტომობილო კომპანიები წინასწარი დაჯავშნით ან/და აეროპორტში ჩამოსვლისას. 

სასურველი ავტო-ტრანსპორტის ან სატრანსპორტო კომპანიის შესარჩევად, ეწვიე საავტომობილო საინფორმაციო ბაზას.

 

გაზიარება