აღმოაჩინე აჭარა
აჭარა, ექვსი მუნიციპალიტეტისგან შემდგარი, მრავალფეროვანი, ტრადიციებით სავსე, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური გასტრონომიის მქონე რეგიონია საქართველოში.
ბათუმი
ბათუმი წელიდაწის ოთხივე სეზონზე ულამაზესი და საინტერესოა, ყოველთვის შეძლებ აღმოაჩინო რაიმე ახალი, შეიქმნა დაუვიწყარი მოგონებები და გაატარო საუკეთესო დრო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
ქედა
ქედის მუნიციპალიტეტი გარდა მრავალფეროვანი ბუნების მშვენიერებისა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა.
ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში დაგხვდება ფხვიერი თოვლი, მაღალი სტანდარტების მქონე ტრასები თხილამურებით და სნოუბორდით სრიალისთვის, ასევე შეგიძლია მეტი ექსტრემისთვის გამოსცადე ჰელი-სქიც.
შუახევი
მთის ცხოვრების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის შუახევის მუნიციპალიტეტი. იგი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, ბათუმიდან 67 კილომეტრით დაშორებით. შუახევის მუნიციპალიტეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 420 მეტრზე.
ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი მომხიბვლელი სანაპირო ქალაქია, რომელიც მდებარეობს საქართველოში, აჭარის რეგიონში. სუბტროპიკული კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და თბილი ზამთრით, ქობულეთი იდეალური ადგილია სანაპიროზე დასასვენებლად
ხელვაჩაური
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარაში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზით. ხელვაჩაური პოპულარული ადგილია ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი აქტივობების მოყვარულთათვის.