საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბათუმის ბულვარი

ბულვარი 2.jpg

ბათუმში მოხვედრისას ბულვარში გასეირნება ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა, ის ულამაზესი გამწვანებული, საოცრად განათებული, შავი ზღვის პირა ზოლზე შექმნილი საოცრებაა. დღესდღეობით,  ასეთი მშვენიერების შენარჩუნებასა და დახვეწას სამი საუკუნე დასჭირდა.

ზღვისპირა პარკის შექმნის მთავარი იდეა 1881 წელს გაჩნდა ბათუმის ოლქის გუბერნატორის მიერ. ამ დრომდე ბაღის შენებას სხვადასხვა პროფესიონალები ედგნენ სათავეში და საბოლოოდ, ბულვარი ბათუმის ერთ-ერთი მშვენება გახდა.

ბულვარში მრავლად არის საინტერესო და აუცილებლად სანახავი ტერიტორიები. აქ შეხვდები იასონ გორდეზიანისა და მიხეილ დალფონსის ძეგლებს (ბულვარის შექმნისა და განხორციელების მთავარი პირები). ასევე აქ ნახავ ბათუმის კოლონადებს, საზაფხულო თეატრს, მოცეკვავე შადრევნებს, ბათუმის შუქურას, ანბანის კოშკს, “ალი და ნინო”-ს და სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობებს. 

რაც შეეხება აქტივობებს, შესაძლებლობა გექნება ისარგებლო ღია კორტებით, ბათუმის იახტ კლუბით (საზღვაო აქტივობებისთვის), ველო ბილიკითა და სხვ.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: 2, კ. გამსახურდიას ქ., 6010, ბათუმი
ტელეფონი: +995 577 90 90 91
ვებგვერდი: www.boulevard.ge
ელ.ფოსტა: info@boulevard.ge
სამუშაო დღეები: ორშაბათი - კვირა
სამუშაო საათები: 09:00 - 19:00

 

 

გალერია

ბულვარი 6.jpgბულვარი 2.jpgბულვარი 3.jpgბულვარი 7.jpgბულვარი 4.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება