საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბულვარის შადრევნები

bulvari5.jpg

მრავალი საუცხოო ღირსშესანიშნაობების გარდა ბულვარში სეირნობისას შესაძლებლობა გექნება აღმოაჩინო შადრევნები. ისინი ბულვარს უფრო მრავალფეროვანს და საუცხოოს ხდიან. ბათუმის ბულვარში შადრევნები მრავალი წელია არსებობს, ასე რომ როგორც ძველ ბულვარში, ისევე ახალ ბულვარში შადრევნები საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

ერთ-ერთი ცნობილი შადრევანია - ცენტრალური მოცეკვავე შადრევანი. იგი 1977 წელს დამონტაჟდა ბათუმის ბულვარში გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ერქომაიშვილის მიერ. კონსტრუქცია მოიცავს 3 სხვადასხვა ფერის შადრევანს. მის გარშემო არსებული ტერიტორია იქცა თავშეყრისა და ცოცხალ ნაწილად. ცენტრალური შადრევანი გარშემორტყმულია ცვილის სალამურიანი ბიჭების ქანდაკებებით.

ყველაზე მასშტაბური ფრანგული მოცეკვავე შადრევანი ბულვარის გასწვრივ არდაგანის ტბაშია დამონტაჟებული. იგი თითოეულ გამვლელს ულამაზეს სანახაობას სთავაზობს. მოცეკვავე შადრევანი გამოფორმებულია ჰოლოგრამითა და საუცხოო მუსიკით, რომლის მოსმენა და შადრევნით ტკბობა საოცარ განწყობაზე დაგაყენებს.

მოცეკვავე შადრევნების სანახავად საუკეთესო დრო არის ზაფხულს გრილ საღამოებზე. რადგან შადრევნები განათებულია მრავალი საუცხოო ფერით და ის საოცრად ერწყმის ღამის ბათუმს.

ძველ ბულვარში ასევე შეხვდები ულამესს და გამორჩეიულ შადრევანს. მასში მოთავსებულია უმშვენიერი ქალის ქანდაკება, რომელიც ძველი სტილის ორთვალა ვესოლიპედზე ზის, მას ხელში უჭირავს ქოლგა და აცვია საუცხოო კაბა. ქანდაკება საკმაოდ ჰაეროვნად და ლამაზად გამოიყურება. იგი შადრევნის ცენტრშია მოთავსებული. შადრევანი მის გარშემო ხასიათს უფრო მეტად მშვენიერს ხდის.

გაზიარება