ბათუმი ქარდი
ბათუმი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც აერთიანებს ყველაზე ხშირად ვიზიტირებად ტურისტულ ატრაქციებს, მუზეუმებს, განთავსებისა თუ კვების ობიექტებს, ტურისტულ მარშრუტებს, მაღაზიებს, კულინარიულ მასტერკლასებს და სხვა. ბათუმი ქარდის მიზანია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა და მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობა.
ფასდაკლების ბარათით ასევე შესაძლებელია:
- 10 უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით;
- უფასო სიმ-ბარათის მიღება (*1 GB ინტერნეტი);
- 40% მდე ფასდაკლებები სხვა ობიექტებზე (https://visitajara.com/ka/discounts ).
ბათუმი ქარდის გამოყენება მარტივია:
- ფასდაკლების გასააქტიურებლად უნდა წარადგინო ბარათი, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი;
- მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გამოსაყენებლად, შეახე ბარათი წამკითხველ ვალიდატორს;
- ბარათი მოქმედია 10 დღის განმავლობაში და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათისა);
- ფასდაკლება ვრცელდება ერთ ან მეტ ადამიანზე.
„ბათუმი ქარდის“ შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka/checkout უნაღდო ანგარიშსწორებით, რისთვისაც საჭიროა სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და საკრედიტო ბარათის დეტალების მითითება შესაბამის გრაფაში.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო აქ: https://visitajara.com/ka/batumi-discount-card