ჰელი-სქი
მაღალმთიანი აჭარის უხვთოვლიანი მთები, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ფაფუქი და მშრალი თოვლით, შესანიშნავი მიმართულებაა ჰელი-სქის მოყვარულებისთვის. გოდერძის სათხილამურო კურორტი და კურორტის ირგვლივ მაღალი, დათოვლილი მთები, სადაც გაუკვალავში სრიალიც შესაძლებელია, განსაკუთრებულად მიმზიდველია შვეულმფრენის დახმარებით თხილამურებით სრიალისთვის.
გოდერძის სათხილამურო კურორტი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე. კურორტი ბათუმიდან 105 კილომეტრითაა დაშორებული. აჭარის რეგიონში კურორტ გოდერძის ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. თუმცა, მეტი ექსტრემისთვის, ვერტმფრენის მეშვეობით შეგიძლია მთის მწვერვალებზე ასვლა. ჰელი-სქი ტურებისთვის, რეგიონში არსებობს შესაბამისი მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, იმისთვის, რომ მათ შეძლონ მიუწვდომელი წერტილებიდან სრიალით დაშვება და ამ აქტივობით მაქსიმალური სიამოვნების მიღება.
აჭარის დათოვლილი მაღალმთიანეთი, ჰელი-სკის გამოცდილების მისაღებად საუკეთესო მიმართულებაა, განსაკუთრებით მაშინ როცა ულამაზეს ბუნებას ამშვენებს ფხვიერი თოვლი.