საქმიანი ტურიზმი
ბათუმი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი

თევზაობა

თევზაობა 1.jpg

შავი ზღვის რესურსებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ, თევზაობის დიდი ისტორია და კულტურა გვაქვს, მეტიც, ჩვენთვის ის თანამედროვე სამყაროშიც უდიდეს როლს თამაშობს. 

ნავით, გემით თუ ანკესით, აჭარაში თევზაობის მრავალი სახეობა არსებობს, ამ საქმიანობას ადგილობრივები წლების განმავლობაში ეწევიან და სიამოვნებით გაგიწევენ მეგზურობასაც. უნდა აღინიშოს რომ, შავ ზღვაში ბინადრობს თევზის 180-ზე მეტი სახეობა. ქობულეთის, გონიოს, კვარიათისა და სარფის სანაპირო ზოლები თევზაობისათვის იდეალური ადგილებია.

ასევე, „ნურის ტბა“, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს. ესაა ბუნებრივი წარმოშობის ტბა, ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს მათ შორისაა: კეფალი, კობრი და სქელშუბლა. 
მნიშვნელოვანი სათევზაო ლოკაციაა ასევე, ბათუმის პორტის ტერიტორიაც, სადაც მუდმივად შეგიძლია ადგილობრივების ხილვა.

გაზიარება