საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბათუმი, ქედის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი

ველო-ბილიკები

ველო ბილიკები 5.jpg

ველოტურიზმი აჭარაში აქტიური დასვენების, ბუნების აღმოჩენისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. რეგიონის მრავალფეროვანი მარშრუტები თითოეულ ვიზიტორს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამისად შეარჩიოს სასურველი ველო-თავგადასავალი.

აჭარა მრავალფეროვანი ლანდშაფტებით გამოირჩევა და ერთ სივრცეში აერთიანებს ზღვისპირა ბილიკებს, ტყიან ხეობებს, მაღალმთიან სოფლებსა და ალპურ ზონებს, რაც ველოსიპედით მოგზაურობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს. აქ არსებული მარშრუტები გათვლილია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ველომოყვარულებზე და საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მრავალფეროვნება.

ბათუმში ველოსიპედით სეირნობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ბათუმის ბულვარია, სადაც ზღვის სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი 7-კილომეტრიანი ველობილიკი გადის. ეს მარშრუტი იდეალურია როგორც ოჯახური გასეირნებისთვის, ისე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ველოსიპედით შეგიძლიათ მოინახულოთ ბულვარის ცნობილი ატრაქციები, ზღვისპირა პარკები, სკვერები და თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები, მათ შორის ცნობილი მოძრავი ქანდაკება „ალი და ნინო“. ველოსიპედის დაქირავება შესაძლებელია როგორც ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის საზოგადოებრივი ველოსიპედების სისტემის, „ბათუმველოს“ საშუალებით.

ქალაქის ფარგლებს გარეთ ველომარშრუტები მოგზაურებს აჭარის ულამაზეს ბუნებაში ამოგზაურებს. მარშრუტები გადის მდინარეთა ხეობებში, ტყიან ფერდობებზე, ჩანჩქერებთან, ისტორიულ ხიდებთან და მაღალმთიან სოფლებში. გზად შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და დატკბეთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით. პოპულარულ მარკირებულ ველომარშრუტებს შორისაა ბათუმი–მირვეთის ველობილიკი და მაღალმთიან აჭარაში მდებარე გოდერძის უღელტეხილის წრიული საველოსიპედო მარშრუტი.

ეწვიეთ ბმულს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ველო და სათავგადასავლო მარშრუტი: სამთო მარშრუტები

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მწვანე ტბა ველოსიპედით.jpgველო ბილიკები 1.jpgველო ბილიკები ქოვერი.jpgველო ბილიკები 6.jpgველო ბილიკები 4.jpgველო ბილიკები 5.jpgველო ბილიკები 3.jpgველო ბილიკები 2.jpg

გაზიარება