საქმიანი ტურიზმი

თავისუფალი სავაჭრო ზონა

DJI_0081.jpg

Tax Free სერვისი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მის მიერ შეძენილ საქონელზე დღგ-ს დაბრუნება მანამ, სანამ ის გადაკვეთს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს. საქონელი უნდა იყოს შეძენილი მაღაზიაში, რომელიც უფლებამოსილია გასცეს სპეციალური ქვითარი დღგ-ს დაბრუნების შესახებ. 


Tax Free სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში გაითვალისწინეთ:

  • იმისთვის, რომ უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე;
  • საქონელი უნდა შეიძინოთ იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით;
  • შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს დღგ-ის თანხის გამოკლებით ერთი ქვითრის მიხედვით;
  • შეძენილი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;
  • საქონლის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;
  • თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;
  • დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან;
  • საქონელი უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, გარდა იდენტიფიცირებადი საქონლისა. აუცილებელია, შენარჩუნებული იყოს ლუქის  მთლიანობა;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://rs.ge/PersonsCustomsFAQ-en?cat=12&tab=1

გაზიარება