საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ცხენით გასეირნება

ცხენით გასეირნება 1.jpg

ბათუმის ირგვლივ განსაკუთრებულად ლამაზი და მრავალფეროვანი ბუნებაა. თუ განტვირთვა და დღის განსხვავებულად გატარება გსურს, ამისთვის საუკეთესო გზაა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ჭკვიან ცხოველთან ერთად დროის გატარება.

ერთ-ერთი მთავარი საცხენოსნო ბილიკი მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში. იგი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს. საცხენოსნო ბილიკით სარგებლობა შესანიშნავი საშუალებაა ‘იუნესკოს’ (UNESCO)-ს მიერ აღიარებული, ‘მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის’ სტატუსის მქონე მტირალას ეროვნული პარკის მოსანახულებლად. ნელი ტემპით გასეირნებისას საშუალება გექნება კარგად დააკვირდე თითოეულ დეტალს და უამრავი დადებითი ემოციებით დაიტვირთო.

აჭარაში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც ცხენით გასეირნებას შეძლებ მაგალითად კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მაჭახელას ეროვნული პარკი, ბათუმის საცხენოსნო კლუბი, ღორჯომის ხეობა და სხვა.

აჭარაში ცხენით გასეირნება უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გაძლევს გამოსცადო განსხვავებული აქტივობა და შეიგრძნო ამ რეგიონის ბუნების საუცხოო ხედები. 

გალერია

ცხენით გასეირნება 3.jpgDSC_0152.jpgDSC_0150.jpg

გაზიარება