საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

გალერეები

გალერეა (6).JPG

გალერეები

თავისუფლად შეგვიძლია ბათუმს ვუწოდოთ ხელოვნების ქალაქი, რომელიც გამორჩეულია ულამაზესი არქიტექტურით, სკულპტურებით, პეიზაჟებით და ქუჩის მხატვრობით. თუ კი თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების მოყვარული ხარ ბათუმში არსებული გალერეების ნახვა ნამდვილად მოგანიჭებს დიდ სიამოვნებას. 

თუმცა ერთ-ერთი უახლესი და არა ტრადიციული გალერეა, რომლის ნახვაც ხელმისაწვდომი და უფასოა ყველასათვის არის “Artup Street Gallery”. იგი დაარსდა 2016 წელს. მათი ნამუშევრები, როგორც საქართველოში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანასა და ქალაქშია წარმოდგენილი (ესტონეთი, ბელგია, იტალია, აშშ და სხვ.). აქ გაერთიანებულია სხვადასხვა თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები, NFT არტისტები, ნახატების უმეტესობა დაცულ ყუთებშია მოქცეული და წარმოდგენილია ღია სივრცეებსა და ქუჩებში. “Artup Street Gallery” ასევე ხშირად მართავს გამოფენებსა და გაყიდვებს. შენ ასევე შესაძლებლობა გაქვს ესტუმრო მათ ვებგვერდს, სადაც ონლაინ შეძლებ ნამუშევრების შეძენას. საიტზე განთავსებულია ვირტუალური მუზეუმიც, სადაც შესაძლებელია 360 გრადუსით 3D ნამუშევრების დათვალიერება.

გიზიარებთ ლოკაციებს ბათუმში, სადაც გექნება ნამუშევრების ნახვის საშუალება. 

ზვიად გამსახურდიას ქუჩა - “თავისუფალი სივრცე”.
ზვიად გამსახრდიას ქუჩა - “Contemporary Art Place”.
მემედ აბაშიძე #1 - ღია სივრცე
მემედ აბაშიძე #23 - “Flabour Georgia”
მემედ აბაშიძე #48 - ღია სივრცე
ახმედ მელაშვილი #32 - “ბათუმის დრამატული თეატრი”.
ნოდარ დუმბაძე #12 - “Vinyl Bar”

გალერია

გალერეა (1).JPGგალერეა (2).JPGგალერეა (3).JPGგალერეა (4).JPGგალერეა (5).JPG

გაზიარება