საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

ბათუმის საზღვაო პორტი

საზღვაო პორტი (1).jpg

ბათუმის საზღვაო პორტი

რა არის საზღვაო ქალაქი პორტის გარეშე? ერთ-ერთი ისტორიული, საინტერესო და ფუნქციური ადგილი ბათუმის საზღვაო პორტია, სადაც ხორციედლება ტვირთების გადატანა მაღალტექნოლოგიური კონტეინერებით.

ბათუმის საზღვაო სავაჭრო ისტორია რომის იმპერიიდან მოყოლებული არსებობს. იგი რომაელების სავაჭრო ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი იყო. ის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობით. 

ბათუმის პორტი 1878 წელს პირველად გამოცხადდა “პორტო-ფრანკოდ”. შემდგომ პერიოდში მოხდა მისი უკეთ განვითარება. პორტის განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ნავთობი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და სავაჭრო გზის განვითარებას.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის ნავსადგური გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავი ზღვის აუზზე ტვირთბრუნვის მაჩვენებლის მიხედვით. Მოგვიანებით, დამატებით აშენდა 5 ნავმისადგომი და გაიზარდა ტვირთბრუნვა. 

ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმა წყლიან უბეში, რაც ხელს უწყობს დიდ ტონიანი გემების მიღების საშუალებას, ასევე პორტი კარგად არის დაცული სანაპიროდან. 

ბათუმის პორტთან ახლოს ასევე მდებაორეობს იახტკლუბი. აქ შესაძლებელია იახტის დაქირავება და გასეირნება. ბულვარის გასწვრივ იახტით გასეირნებისას შესაძლებლობა გექნება დატკბე ქალაქისა და ზღვის ხედებით, ხოლო ბოტანიკური ბაღის მიმართულებით ისიამოვნებ მთებით, ბუნებით და ზღვის ჰორიზონტით.

გალერია

ბათუმი საზღვაო პორტი..jpgბათუმის საზღვაო პორტი.jpgპორტი.jpgსაზღვაო პორტი (2).jpg3. ბათუმის პორტი.jpg

გაზიარება