საქმიანი ტურიზმი
Adjara, Georgia

ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარაში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზით. ხელვაჩაური პოპულარული ადგილია ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი აქტივობების მოყვარულთათვის.
12 m
12 C
~12

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარაში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზით. ხელვაჩაური პოპულარული ადგილია ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი აქტივობების მოყვარულთათვის.

მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთა-გორიანია. იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. აქ შესაძლებელია ისტორიული ციხე-სიმაგრეების, ტაძრეებისა და აჭარაში გავრცელებული თაღოვანი ხიდების ნახვა. 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია გონიოს ციხე. მის გარშემო აღმოჩენილია მრავალი საზოგადოებრივი ნაგებობის ნანგრევები, აბანოები, სამეურნეო იარაღები და სხვ. ისტორიებისა და კულტურის აღმოსაჩენად ასევე შესაძლებელია ხელვაჩაურის მხარეთმცოდნეობის მუზემში სტუმრობა.

გარდა უდიდესი ისტორიისა და კულტურისა ეს რაიონი საოცარი ბუნებითაც იზიდავს ტურისტებს. ლაშქობისთვის, პიკნიკისთვის ან უბრალოდ განსატვირთად საუკეთესო გზაა ესტუმრო მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებს. აქ შეხვდები ულამეზსს აყვავებულ ტყეებს, საოცარ ფლორას, მდინარეებს, ჩანჩქერებსა და სხვა ბუნებრივ სილამაზეს. ასევე შესაძლებლობა გექნება შორიდან გადმოხედო ბათუმის ხედს.  

Მაჭახელას ეროვნული პარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლაშქრობისათვის. რაც შეეხება მტირალას ეროვნულ პარკს აქ ასევე შესაძლებელია ზიპ-ლაინით სარგებლობა, ფრინველებზე დაკვირვება და თოკების პარკის მონახულება.

აჭარაში მოგზაურობის სიას აუცილებლად დაუმატე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმოჩენა და შესწავლა. 

 

 

 

გაზიარება