ფოთოლცვენა
შემოდგომა აჭარაში ის განსაკუთრებული სეზონია, როდესაც რეგიონი ოქროსფერ, წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ფერებში იფარება. ზღვისა და მთების უნიკალური შერწყმა, კოლხური ტყეები და მრავალფეროვანი ლანდშაფტები შემოდგომის პეიზაჟებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სწორედ ამ პერიოდში აჭარა ბუნების მოყვარულების, ფოტოგრაფებისა და მშვიდი დასვენების მსურველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მიმართულებად იქცევა.
ფოთოლცვენის პერიოდი საუკეთესო დროა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ეროვნულ პარკებში ვიზიტისთვის: მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების და მაჭახელას ეროვნული პარკის მოსანახულებლად. ფერად ფოთლებში ჩაფლული საფეხმავლო ბილიკები, ჩანჩქერები, მთის მდინარეები და პანორამული ხედები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ასევე მაღალმთიანი აჭარის ხეობები, სადაც შემოდგომის ფერები მთების ფონზე საოცარ ბუნებრივ სანახაობას ქმნის.
ფოთოლცვენის სეზონზე ვიზიტორებს შეუძლიათ მოაწყონ ლაშქრობა, ველოტური, ცხენით გასეირნება, პიკნიკი, ფრინველებზე დაკვირვება, კემპინგი ან უბრალოდ ისიამოვნონ ბუნებაში სეირნობით და ფოტოგრაფიით. ეს ასევე საუკეთესო დროა ადგილობრივი ღვინისა და ტრადიციული აჭარული კერძების დასაგემოვნებლად, მაღალმთიანი სოფლების გასაცნობად და შემოდგომის მშვიდი ატმოსფეროს შესაგრძნობად.
შემოდგომა აჭარაში ასევე უხვი მოსავლის სეზონია. ბუნებაში მოყვითალო, ოქროსფერი და მოწითალო ფერები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო რეგიონში ღვინის, მანდარინისა და თუთუნის მოსავლის აღების პერიოდი იწყება. ამ დროს ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ რთველში, დააგემოვნონ ახალი ღვინო, ადგილობრივი ხილი და გაეცნონ აჭარის ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და სტუმართმოყვარეობას.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91