საქმიანი ტურიზმი

კანიონინგი

აღმოაჩინე აჭარა სულ სხვა კუთხით, დაინახე მისი სილამაზე წყლის სამყაროდან. 

სოფელი უჩხო, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გამოირჩევა კასკადოვანი ჩანჩქერებით. აქ კანიონინგი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია კი სწორედ „უჩხოს კანიონინგია“.  
უჩხოს ჩანჩქერებამდე გზა სოფლის ცენტრში იწყება, მარშრუტის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 989 მ-ზე, ხოლო, ბოლო წერტილი ზღვის დონიდან 1350/1040 მ-ზე მდებაროებს.

კანიონინგისათვის აქ ორი ტიპის სამოყვარულო მარშრუტია, მოკლე და გრძელი. 
მოკლე მარშრუტის კანიონის სიგრძე 700 მ-ია, ექვს ჩანჩქერზე დაშვების საშუალო დრო კი 2-3 საათია.
კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1040 მ-ია ხოლო, კანიონის საწყის წერტილამდე ფეხით გასავლელი მანძილი 700 მ. გრძელი მარშრუტის სიგრძე კი, 1200 მ-ია და 12 ჩანჩქერს მოიცავს, აქ დაშვების ხანგრძლივობა საშუალოდ 4-5 საათია. კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1350 მ-ია, კანიონის საწყის წერტილამდე ფეხით გასავლელი მანძილი კი 600 მ.

გაცილებით რთული და პროფესიონალური დონის მარშრუტი არის „კაპნისთავის კანიონინგი“. 
საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 360 მ-ია. 
კაპნისთავის კანიონი ვიწრო, დახურული ხეობითა და მაღალი კედლებით გამოირჩევა, რაც მას ტექნიკურად რთულსა და საინტერესოს ხდის. კანიონში გვხვდება ჩანჩქერის ქვედა, მცირე წყლოვანი დაგუბებები და აუზები. კანიონზე არსებული 8 ჩანჩქერიდან, ყველაზე მაღალი, კანიონის შუა წელში მდებარეობს და ის, 35 მეტრი სიმაღლისაა. კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა აქ საშუალოდ 3-4 საათია. 

ყველა მარშრუტზე დაცულია უსაფრთხოების წესები და პროფესიონალი ინსტრუქტორებიც მუდმივად მზად არიან დახმარება გაგიწიონ.

 

image