საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ძველი ბათუმი

IMG_4812.jpg

ქალაქური ცხოვრებისა და ულამაზესი არქიტექტურის სანახავად აუცილებლად უნდა გაისეირნო ძველ ბათუმში. ქუჩები და შენობები დღის ნებისმიერ დროს ულამაზესად გამოიყურება. შეიგრძენი ქალაქის მუხტი და მოინახულე ტურისტული ლოკაციები.

ძველი ბათუმის ტერიტორიაზე შეგიძლია ისარგებლო საბაგიროთი, რომელიც შექმნილია კულტურული გასართობი ცენტრის “არგო”-ს მიერ. საბაგირო გასართობი კომპლექსის ნაწილია. აქ ასევე იხილავ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, კაფეებს, რესტორნებს და სხვ.

ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა ბათუმის პიაცა, რომელიც ძველ ბათუმში მდებარეობს, აქ თავს იყრის უამრავი ტურისტი და ლოკალური მაცხოვრებლებიც საღამოს სასიამვნოდ გასატარებლად. პიაცა წარმოადგენს მოედანს, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი რესტორნით, კაფეებითა და ბარებით. მოედანს პატარა იტალიადაც მოიხსენიებენ ხოლმე.

კიდევ ერთი გამორჩეული სანახაობაა ასტრონომიული საათი, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის კოშკზე. საათი იმით არის განსხვავებული რომ ის დროის ჩვენებასთან ერთად გვატყობინებს ასტრონომიული ინფორმაცია. კერძოდ: მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგება.

გალერია

2. ძველი ბათუმი.jpgძველი ბათუმი ქოვერი.jpgძველი ბათუმი 1.jpgIMG_4812.jpgFO7A5715cc.jpg20240922__DJI_0097.jpg15__DSC06785-HDR-Edit.jpg

გაზიარება