ღვინის ტურები
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მეღვინეობის კულტურა 8000 წლით თარიღდება. ეს არის ამბავი, რომელიც მეღვინეობის მსოფლიოს უძველეს ისტორიას ყვება. ამბობენ, რომ ღვინო დროში მოგზაურობაა ბოთლში. იმოგზაურეთ ღვინის დაბადების ადგილზე, სადაც ღვინის დაყენების მსოფლიოში ყველაზე ძველი კულტურა დღემდე ცოცხლობს.
ქართული ღვინო უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სასმელი. ეს ქვეყნის ღრმად ფესვგადგმული კულტურისა და ბუნებისადმი პატივისცემის დამადასტურებელია. ქართული ღვინო მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც თაობებს გადაეცემა.
ქართული ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიცია არის “ქვევრის” ღვინო, სადაც გამოიყენება “ქვევრის” სახელით ცნობილი თიხის ჭურჭელი. ქვევრში ხდება ღვინის დადუღება და ასევე დაძველებაც. ქვევრი მოთავსებულია მიწაში, რაც ქართულ ღვინოს ანიჭებს გამორჩეულ ხასიათს და განსხვავებულ გემოს. მეღვინეობის ეს უძველესი მეთოდი იუნესკოს (UNESCO) მიერ არის აღიარებული, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, ხოლო საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო.
საქართველოს მეღვინეობის კულტურა ინახავს 525 სახეობის ვაზის ჯიშს. აჭარის რეგიონი გამორჩეულია უნიკალური ყურძნის ჯიშების ნაირსახეობით და ღვინის არომატით, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო მოგზაურობისას.
აჭარის მუნიციპალიტეტები საშუალებას გაძლევს ესტუმრო საოჯახო ღვინის მარნებს და დააგემოვნო არაჩვეულებრივი ღვინოები. ყველაზე პოპულარული და გამორჩეული ჯიშებია: ჩხავერი, ცოლიკაური, ოჯალეში, ალადასტური, ციცქა და სხვ.
აჭარაში შესაძლებელია ღვინის ტურების მოწყობა, სადაც ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა გექნება გაჩერდე საოჯახო სასტუმროებში, სადაც შეძლებ ყურძნის კრეფაში მონაწილეობის მიღებას. საოჯახო მარნები მდებარეობს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც სურვილამებრ შეძლებ ტრადიციული კერძების დაგემოვნებას და მასტერკლასში მონაწილეობის მიღებას, რათა შეისწავლო ადგილობრივი კერძების მომზადება.
ღვინის მარნების შესარჩევად ეწვიე - ღვინის მარნები