საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

პანორამული ბორბალი

2. პანორამული ბორბალი (1).jpg

პანორამული ბორბალი

თუ გსურს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გართობა და თან ბათუმისა და შავი ზღვისპირეთის პანორამული ხედით დატკბობა აუცილებლად უნდა ესტუმრო ბათუმის პანორამულ ბორბალს. მასზე არ მოქმედებს ასაკის შეზღვუდვა, ამიტომ შესაძლებელია ბავშვებთან ერთად ასვლა. იგი 10 წუთის განმავლობაში ასრულებს სრულ ბრუნს და შენი მოგზაურობიდან ერთი-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იქნება მსგავსი სილამაზის ხედების ცქერა.

პანორამული ბორბალი მდებარეობს ბათუმის ბულვარში, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს, ანბანის კოშკისა და მონუმენტ “ალი და ნინო”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი სიმაღლეა 55 მეტრი და გათვლილია 240 ადამიანზე. პანორამული ბორბლის კონსტრუქცია წარმოებულია იტალიაში და მონტაჟი შესრულებულია  “ვიზა ინტერნეიშენალ ეს ერ ელ”-ის მიერ იტალიაში. 

გალერია

3. პანორამული ბორბალი (2).jpg1. პანორამული ბორბალი.jpgDSC_9617.jpg4. პანორამული ბორბალი.jpg

გაზიარება