ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი
თუ არქიტექტურის მოყვარული ხარ აუცილებლად უნდა ეწვიო ბათუმის ევროპულ მოედანს, სადაც შეძლებ საუცხოო ფოტოების გადაღებას და უმშვენიერი არქიტექტურის დათვალიერებას. ევროპის მოედანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და როგორც ტურისტებისთვისაა საინტერესო, ასევე ის ბათუმის მკვიდრი მაცხოვრებლების თავშეყრის ადგილია.
ევროპის მოედანი მდებარეობს მემედ აბაშიძის გამზირზე. იგი გარშემორტყმულია XIX - XX საუკუნის არქიტექტურით. ეს ტერიტორია ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
აქ ასევე დგას მედეას ქანდაკება, რომელიც ბათუმის კულტურული ძეგლია. მას კოლხეთის სამეფოს დიდების და კულტურული განვითარების სიმბოლო - ოქროს საწმისი უჭირავს ხელში. მოედანს მისი სახელით და მედეას ქანდაკებით შეუძლია იმის დამტკიცება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და მისი კავშირები ევროპაში უძველესი დროიდან მოდის. ქანდაკება ასევე გამოხატავს ქართველთა სულისკვეთებას და მისწრაფებას ევროპისკენ და უკეთესი მომავლისკენ. აქ ასევე განთავსებულია დიდი შადრევანი, რაც ლამაზ ხიბლს სძენს მოედანს.
მოედანი გარშემორტყმულია ულამაზესი სასტუმროებით, რესტორნებით და კაფეებით, სადაც შესაძლებელია, როგორც ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კულინარიული კერძების დაგემოვნება.
ევროპის მოედანზე ასევე იმართება მრავალი ფესტივალები და კონცერტები. განსაკუთრებით აქ თავს იყრის უამრავი ბათუმელი და ტურისტი საახალწლო კონცერტების დროს. ასე, რომ ევროპის მოედანზე გასეირნება და კონცერტებზე დასწრება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ნამდვილიდი განტვირთვისთვის, ლამაზი შენობების დასათვალიერებლად და კარგი და შესანიშნავი ფოტოების გადასაღებად აუცილებლად უნდა ეწვიო ევროპის მოედანს.