საქმიანი ტურიზმი
Adjara, Georgia

ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი გარდა მრავალფეროვანი ბუნების მშვენიერებისა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა.
12 m
12 C
~12

ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობას აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ქედა. ქედის მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, მდიდარი ისტორიით და მომხიბვლელი ატმოსფეროთი, ქედა პოპულარული ადგილია მოგზაურთათვის. 

მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალია ღომა, რომლის სიმაღლე 2441 მეტრია. რაიონი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩება. ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში ტყის მასივის მიხედვით. ამ ტერიტორიაზე შეგხვდება წითელ წიგნში შეტანილი, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები. 

ქედა მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლებით. აქ მრავლად არის ადგილები, როგორც ლაშქრობისთვის, ასევე მცირე გასვლების მოსაწყობად. განსაკუთრებული პოპულარობით მახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდი.

ქედის მუნიციპალიტეტი გარდა მრავალფეროვანი ბუნების მშვენიერებისა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა.

კულტურისა  და ისტორიის უკეთ შესასწავლად  აუცილებლად უნდა მოინახულო  ქედის ისტორიული მუზეუმი, სადაც რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი აქეოლოგიური მასალაა დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ სხვადასხვა პერიოდებს, უძველესი დროიდან დღემდე. აქ ასევე შესაძლებელია იხილო შრომის იარაღები, ნუმიზმატურ ნიმუშები, გეოლოგიურ კოლექცია, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ეთნოგრაფიულ მასალები და სხვ. 

 

გალერია

ქედის მუნიციპალიტეტი 7.jpgქედის მუნიციპალიტეტი 5.jpgქედის მუნიციპალიტეტი 3.jpgქედის მუნიციპალიტეტი 2.jpg

გაზიარება