საქმიანი ტურიზმი

ფესტივალები

აჭარაში ხშირად იმართება საერთაშორისო და სახლახო ფესტივალები, რომლებიც არა მხოლოდ აჭარელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და ტურისტებისთვისაც საინტრესოა.

გთავაზობთ ფესტივალების სიას:

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი - აჭარის რეგიონი საუკეთესოა გადამფრენ ფრინველებზე დასაკვირვებლად. იგი ყოველი წლის სექტემბერში იმართება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი - იგი 2007 წლიდან ყოველ ზაფხულს იმართება. ჯაზის გარდა საშუალება გექნება ასევე მოუსმინო სხვადასხვა ტიპის მუსიკას.

ზაფხულის ფესტივალი - თუ ზაფხულის სეზონის მხიარულად დაწყება გინდა აუცილებლად უნდა დაესწრო ზაფხულის ფესტივალს, რომელიც ბათუმში ივნისის პირველ ნახევარში იმართება.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF - ფესტივალი კინომოყვარულთა შორის დიდი ინტერესით სარგებლობს. მას საფუძველი ჩაეყარა 2006 წლიდან. ტარდება სხვადასხვა სახის ვორქშოფები, კონკურსები და სემინარები.

ფრანების ფესტივალი - იგი ერთ ერთი სახალისო ფესტივალია ყველა ასაკის მქონე ადამიანებისთვის. შეგიძლია შენთვის საინტერესო გმირი აირჩიო და გაუშვა ცაში.

განდაგანა - არის სოფლის ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ბათუმში 2015 წლიდან ყოველ ოქტომბერს იმართება. ფესტივლის ფარგლებში იმართება გამოფენა-გაყიდვა.

ზამთრის ფესტივალი - ღონისძიება ტარდება კურორტ გოდერძიზე. მას პროფესიონალი მოთხილამურეები ხსნიან. ღონისძიება გაფორმებულია საკვები ობიექტებით, განათებებით, სამთო აქტივობებით და სხვ. ფესტივლის მიწურულს არის მუსიკები და ფოიერვერკი.

აჭარაში სტუმრობისას და მოგზაურობისას შესაძლებლობა გექნება გაერთო ნებისმიერ სეზონზე. არ გამოტოვო შენთვის საინტერესო

image