აჭარული თაფლი “ ჯარას” სკა
საქართველო გამოირჩევა თაფლის მრავალწლოვანი კულტურით. ყველაზე გავრცელებული ადგილი, სადაც ხდება 100%-ით სუფთა თაფლის წარმოება არის აჭარის მაღალმთიანი რეგიონები. მრავალი წლის წინ აქ დაიწყო თაფლის წარმოება ხის ფუღუროში აღმოჩენილი ფუტკრების მეშვეობით. აქედან წამოვიდა “ჯარას” სკის შექმნის იდეა. “ჯარას” სკაში იქმნება ველური ყვავილებისგან მიღებული ყველაზე მაღალი ხარისხის თაფლი.
მაღალმთიანი აჭარა ქართული მთის რუხი ფუტკრით გამორჩეული რეგიონია საქართველოში. მის არსებობას ხელი შეუწყო საქართველოს კლიმატმა. იგი სხვა ფუტკრებისგან განსხვავებით უფრო მშვიდია, შრომისმოყვარე, აქვს უფრო გრძელი ხორთუმი, რაც საშუალებას აძლევს ყვავილის ბუტკოს ძირში ჩავიდეს და ამოიღოს ნექტარი.
ჯარა ხის ორნაწილიანი მორისგან შედგება. ის უმეტესად ცაცხვის ხისგან მზადდება. მას ტრადიციულად ტყეში მაღალ ხეზე ან კლდეებზე ანთავსებენ.