საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

შოპინგი

1. შოპინგი.jpg

თუ შოპინგის მოყვარული ხარ ბათუმი გთავაზობს უამრავ ვარიანტს. ერთ-ერთი გამორჩეიული ბათუმის სავაჭრო ცენტრებია: ბათუმი მოლი, სადაც 4 სართულზე განთვსებულია 120-მდე ობიექტი. შენ შესაძლებლობა გექნება ესტუმრო ბათუმი მოლს და მოინახულო სხვადასხვა ბრენდები, როგორებიცაა ქალისა და მამაკაცის ტანისსამოსების ბრენდი, საბავშვო ბრენდები, კოსმეტიკური ბრენდები, სამკაულების, თავისმოვლის და სხვა. ასევე მოლში განთავსებულია კვებისა და გასართობი ობიექტებიც. ბათუმი მოლის გარდა ასევე შეგიძლია ესტუმრო “ბათუმი პლაზას”, “მეტრო სითის”, “ბათუმი ცენტრალს”.

ბათუმის ულამაზესი ქუჩები სავსეა ბუტიკებითა და ქართველი დიზაინერების შოურუმებით, მათ შორისაა: “Avtandili”, “Anouki”, “Dots”, ასევე შესაძლებლობა გექნება იხილო “ხათკო”, “გოგა ნიქაბაძე”, “Made in Georgia” და სხვა ქართული დამწყები ბრენდები. რაც შეეხება ბუტიკებს ისინი ქალაქში მრავალად არის მთავარ ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. მათი საშუალებით შენ გეძლევა მრავალფეროვანი არჩევნის გაკეთების შანსი. ყოველწლიურად ტურისტების მატებასთან ერთად ქალაქს ემატება სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ბრენდები. ზაფხულის სეზონზე ულამაზეს ქალაქში სეირნობა და შოპინგი ორი საუკეთესო აქტივობაა უამრავი ადამიანისათვის.

ბათუმი ასევე ცნობილია “Adjara Fashion Week” - ით. იგი პირველად 2015 წელს გაიმართა. ჩვენებაზე მონაწალიებას იღებენ დამწყები დიზაინერები, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები. მოდის კვირეული საშუალებას აძლევს დიზაინერებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში და მათ მოდის ბიზნესთან დაკავშირებაში. ასევე მოდის კვირეული უზრუნველყოფს მოდის ბიზნესის განვითარებას რეგიონში.

Batumi Mall - https://batumimall.business.site/ / 577 22 52 76 / 88 ზურაბ გორგილაძე.
Metrocity - https://metrocity.ge/ / 577 14 17 14 / ლეხ და მარია კაჩინსკები.
Batumi Plaza - 599 21 99 40 / ჭავჭავაძის #5
“Anouki” - მემედ აბაშიძე #6 / 0422 22 32 12 / info@anouki.com
“Dots” - რუსთაველის #50 / 555930830
“გოგა ნიქაბაძე” - ლუკა ასათიანის #19 / 0422273820

გალერია

შოპინგი 1.jpg

გაზიარება