ვიზა
აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს, კანადის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 1 წლის ვადით ჩამოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.
საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყნაში შემოსვლიდან 6 თვის მანძილზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ვიზაზე უნდა იზრუნონ საქართველოში ჩამოსვლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზა გაიცემა სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას ან საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ.
2015 წლიდან ამუშავდა ელექტრონული ვიზის პორტალი, რომელიც ტურისტული და ბიზნესის წარმოების მიზნით მომავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საქართველოში შემოსასვლელი ვიზა მიიღონ ელექტრონულად, საქართველოს საკონსულო სამსახურში ვიზიტის გარეშე. ექვიეთ ბმულს: https://www.evisa.gov.ge/GeoVisa/
სავიზო რეჟიმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლეთ ბმულით: https://new.geoconsul.gov.ge/en/entering-georgia
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელიხაზი:
(+995 322) 94 50 50 / (+995 322) 94 50 00