საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

იახტით გასეირნება

იახტკლუბი.jpg

აჭარის შავი ზღვის სანაპიროებთან ხშირად შეამჩნევთ იახტებს, რომლებიც თქვენც გიხმობთ გასასეირნებლად და საუკეთესო შთაბეჭდილებების მისაღებად.  შეგიძლიათ იქირაოთ იახტა და მოაწყოთ ოჯახური ან მეგობრული ტური ზღვაში. ტურების გარდა, იახტის საათობრივად დაჯავშნაც შეგიძლიათ, რაც საუკეთესო შანსია იმისათვის,  დატკბეთ შავი ზღვის სანაპიროებითა და ქალაქის  ულამაზესი ხედებით.

თუ კი მზის ჩასვლის ფონზე ფოტოების გადაღება გიყვართ, დაისის დროს ბათუმის სანაპიროდან იახტით გასეირნება თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იქნება. იახტის დაქირავება შესაძლებელია ბათუმის იახტ კლუბში, რომელიც ანბანის კოშკისა და ცნობილი “ალი და ნინო”-ს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

იახტის დაქირავების შემთხვევაში, შეგიძლიათ ორი სხვადასხვა მარშრუტით ისარგებლოთ: ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და გონიოს მიმართულებით  - ბულვარის გასწვრივ, რომლებიც 30 წუთს გრძელდება.

ბულვარის გასწვრივ ტურის აღების  შემთხვევაში, თვალს შეავლებთ შავი ზღვის ულამაზეს ჰორიზონტს და ამავდროულად ქალაქის ხედებითაც დატკბებით. ბოტანიკური ბაღის მიმართულებით კი ხედები  ბათუმის გარშემო არსებულ მრავალფეროვან და სიმწვანით გაჯერებულ ბუნებაზე გადაიშლება.

იახტით სეირნობისას აუცილებლად მოიმარჯვეთ ტელეფონი ან ფოტოკამერა, რადგან ბათუმი სიურპრიზებით არის სავსე, ღია ზღვაში დელფინების თამაშსაც ხშირად შეესწრებით.

მისამართი: 3, გოგებაშვილის ქ., 6010, ბათუმი

 

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

იახტით გასეირნება ქოვერი.jpgიახტით გასეირნება 4.jpgიახტკლუბი.jpgიახტით გასეირნება 3.jpgიახტით გასეირნება 2.jpgიახტით გასეირნება 1.jpg

გაზიარება