საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

სახალხო ფესტივალები

სახალხოფესტივალი.jpg

სახალხო ფესტივალები

აჭარაში სახალხო ფესტივალები ოდითგანვე ტარდებოდა. Სახალხო დღესასწაულზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მკვიდრი მოსახლეობის უკეთ გასაცნობად და დასაახლოვებლად. ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა კარგად შეისწავლონ რეგიონის კულტურა და ცხოვრების სტილი. Სახალხო დღესასწაულები აღინიშნება ყოველ წელს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 

სახალხო დღესასწაულების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება დააგემოვნო ტრადიციული და ლოკალური კერძები, როგორიცაა: ხაჭაპური, კაიმაღი, ბორანო, მალახტო, აჩმა და სხვა. ასევე აუცილებლად გექნება შესაძლებლობა აჭარული ღვინის ჯიშების დეგუსტაციის, რომლებიცაა ცოლიკაური, ჩხავერი, ოჯალეში, ალადასტური და სხვა. 

სახალხო ფესტივალებზე დასწრებისას კულინარიის და ღვინის დაგემოვნების გარდა შესაძლებლობა გექნება გაეცნო  და შეიძინო ადგილობრივი რეწვის ნიმუშებს. ამას გარდა ძალიან საინტერესოა დღესასწაულებზე მოწყობილი ფოლკლორული წარმოდგენები, ხალხური სიმღერები, ცეკვები, როგორც ქართული, ასევე აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი. 

დღესასწაულებზე ასევე იმართება სპორტული შეჯიბრებები, მაგალითად როგორიცაა ჭიდაობა, ამ სანახაობით დიდი თუ პატარა ყველა ხალისობს, ისინი გულშემატკივრობენ მათ რჩეულებს. სახალხო დღესასწაულებზე იმართება ასევე დოღი, მის შემხედვარე ნამდვილად იმოგზაურებ წარსულში და ტრადიციებში.  

სახალხო დღესასწაულები, უმეტესად იმართება გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში, აჭარა კი ნებისმიერ სეზონზე საოცრად გამოიყურება და დღესასწაულები მას მეტ ხალისს სძენს.  სახალხო ფესტივალების სახელწოდებებია: Შუამთობა, ჯვარიმინდორობა, მაჭახლობა, ჩაქვისთავობა, შუახევლობა, ქედელობა, კოლხობა, კაპანი, შემოდგომა ქედაში, ქედის ღვინის ფესტივალი და სხვ.

გაზიარება