საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

ბათუმის ცირკი

1.ბათუმის ცირკი.jpg

ბათუმის ცირკი

აჭარის რეგიონის მრავალფეროვანებაში ალბათ ეჭვი არ შეგეპარება, რომელიც მოიცავს ზღვის და მთის უამრავ ლამაზ პეიზაჟებს, ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. აქ შესაძლებლობა გაქვს წლის ნებისმიერ სეზონზე აღმოაჩინო საყვარელი აქტივობები, საზღვაო, სამთო, კულტურული თუ სხვა. 

Ბათუმში გასულ საუკუნეებშიც იმართებოდა სხვადასხვა სახის წარმოდგენები, როგორც ტურისტებისთვის ასევე მკვიდრი მოსახლეობისთვის. Წარმოდგენებისთვის ცნობილი ლოკაცია იყო ბათუმის ცირკი. იგი აგებულია მე-20 საუკუნეში. მას ხშირად სტუმრობდნენ ქართველი და უცხოელი დასები სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ბათუმის ცირკში იმართებოდა სხვადასხვა სახის წარმოდგენები, დამსწრე საზოგადაოება აქ ნახულობდა უამრავ აკრობატს, კლოუნებს, გაწვრთნილ ცხოველებსა და სხვ. წარმოდგენები გათვლილი იყო სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე, შესაბამისად ბავშვებთან ერთად მშობლებს და ნებისმიერი ასაკის ადამაინებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ მათთვის საინტერესო წარმოდგენებს.

წარმოდგენების გარდა ასევე საინტერესო იყო თვითონ შენობაც. იგი მოიცავს ცენტრალური მრგვალი ფორმის სცენას, რომლის გარშემოც განლაგებულია სკამები, რომელთა შორის გასასვლელი კულისებიც არის მონაწილეებისთვის. რაც შეეხება შენობის თაღს, იგი გადახურულია მრგვალი ფორმის სახურავით და შიდა სივრცეში ქმნის საკმაოდ დიდ სიმაღლეს და მოცულობას, რაც გათვლილია აკრობატული წარმოდგენების და მოძრაობებისთვის.

დღესდღეობით, ცირკის შენობა ფუნქციონირებს, როგორც მხოლოდ არენა. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა სახის წარმოდგენები და კონცერტები.

გაზიარება