საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

ბათუმი

საუკეთესო დრო სტუმრობისთვის: ზაფხული გაზაფხული შემოდგომა ზამთარი
ბათუმი წელიდაწის ოთხივე სეზონზე ულამაზესი და საინტერესოა, ყოველთვის შეძლებ აღმოაჩინო რაიმე ახალი, შეიქმნა დაუვიწყარი მოგონებები და გაატარო საუკეთესო დრო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.
5 m
5-30 C
~12

ბათუმი წელიდაწის ოთხივე სეზონზე ულამაზესი და საინტერესოა, ყოველთვის შეძლებ აღმოაჩინო რაიმე ახალი, შეიქმნა დაუვიწყარი მოგონებები და გაატარო საუკეთესო დრო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

ბათუმი ყველაზე პოპულარული ზღვისპირა ქალაქია საქართველოში, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს წელიწადის ნებისმიერ დროს. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარის რეგიონში. ბათუმი გაშენებულია ულამაზესი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ქალაქი ცნობილია მისი მშვენიერი სანაპირო ზოლით, არქიტექტურით, კულტურით, ისტორიით, სამთო და საზღვაო აქტივობებით, ღვინითა და გასტრონომიით.

ბათუმის ჰავა საკმაოდ გამორჩეულია, ზღვისა და მთის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს, რაც განაპირობებს ფლორის მრავალფეროვნებას, სწორედ ამიტომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აუცილებლად შეხვდები სხვადასხვა ჯიშის და წარმოშობის მქონე მცენარეებს. 

ბათუმში სტუმრობისას შეგიძლია დაკავდე სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიცაა ძველი ქალაქის დათვალიერება, ქალაქის საკულტო ბულვარში გასეირნება, ცნობილი მონუმენტებისა და ძეგლების მონახულება.
ზაფხულში შესაძლებელია საზღვაო აქტივობებით დაკავება (პარაშუტით ფრენა, წყლის სკუტერით სარგებლობა), იახტით გასეირნება ზღვაში, ნავით გასეირნება ტბაში, ასევე კემპინგი და ლაშქრობა, ეს ყველაფერი აქტივობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გარდა ბუნებრივი სილამაზისა, ბათუმი გთავაზობს აქტიურ ღამის ცხოვრებას, მრავალრიცხოვანი ბარებით, კლუბებითა და რესტორნებით. ქალაქში ასევე არის მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ანბანის კოშკი, ბათუმის თეატრები და მუზეუმები.
ბათუმი წელიდაწის ოთხივე სეზონზე გიმასპინძლებს მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი აქტივობებით.

გალერია

ბათუმის მუნიციპალიტეტი 13.jpgბათუმის მუნიციპალიტეტი 7.jpgბათუმის მუნიპალიტეტი 3.jpg

გაზიარება