საქმიანი ტურიზმი
Adjara, Georgia

შუახევი

მთის ცხოვრების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის შუახევის მუნიციპალიტეტი. იგი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, ბათუმიდან 67 კილომეტრით დაშორებით. შუახევის მუნიციპალიტეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 420 მეტრზე.
923 m
22 C
~100

შუახევის მუნიციპალიტეტი

მთის ცხოვრების შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი არის შუახევის მუნიციპალიტეტი. იგი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, ბათუმიდან 67 კილომეტრით დაშორებით. შუახევის მუნიციპალიტეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 420 მეტრზე.

შუახევის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, ასევე მცირე საწარმოები. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. 

შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი. ამ ტერიტორიებზე აუცლებლად შეხვდები უამრავ მთას, სახელწოდება შუახევი ზუსტად გადმოსცემს მის ადგილმდებარეობას. დაბა მოქცეულია მთებს შორის. შუახევის მაღალი მთებია: ხევა (2812 მ), რომელიც მდებარეობს შავშეთის ქედზე და თაგინაური (2662 მ), იგი მდებარეობს მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.


შუახევის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის კოლჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზიტ-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოები. 

რაც შეეხება კლიმატს, შუახევის მუნიციპალიტეტი აჭარაში გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად არის ცხელი და მშრალი ზაფხული, ხოლო ზამთარი კი შედარებით თბილია.

გაზიარება