საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

6-ბოტანიკური ბაღი.jpg

თუ ბუნების მოყვარული ხართ ან უბრალოდ გსურთ დატკბეთ ბათუმის ულამაზესი პანორამული ხედებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რომელიც ქალაქიდან 9 კილომეტრში, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს. 

ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი მთავარი  ღირსშესანიშნაობა და ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილია ბათუმში, თუმცა, ის, უდავოდ, ბათუმელების საყვარელი ადგილიცაა. ადგილობრივები ხშირად ტკბებიან სიმწვანეში სეირნობითა და მცენარეთა მრავალფეროვნებისა და ულამაზესი ბუნების ცქერით. ბოტანიკური ბაღის შემოდგომა და ფერადი  ფოთოლცვენა კი განსაკუთრებით ზღაპრული და მისტიკურია.

თავისი მდებარეობითა და დაგეგმარებით გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღი თითქმის ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული ზღვისპირა ზოლში. ბაღი 3 პარკად არის დაყოფილი, აქვს 9 ფლორისტული განყოფილება და კოლხური ნაკრძალი. აქ შეხვდებით 5000-მდე ბალახოვან და 1800-მდე მერქნიან მცენარეს. ბაღის ტერიტორიაზე არის აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფოტოგეოგრაფიული განყოფილებები. აქ თავმოყრილია ციტრუსოვანი, კამელიების, ვარდებისა და სხვა კოლექციები. 

ბოტანიკურ ბაღს სამი სხვადასხვა შესასვლელი აქვს. მთლიანი ბაღის დათვალიერებას საშუალოდ 2-3 საათი სჭირდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ამ გზის გავლა ელექტრომობილითაც შეგიძლიათ, რომელსაც იქვე დაიქირავებთ. ბაღში ასევე შესაძლებელია კვების ობიექტით სარგებლობა, პიკნიკისა და კემპინგის მოწყობა, ექსკურსიამძღოლის აყვანა, საქორწილო ცერემონიის ჩატარება და სასურველ მცენარეთა შეძენა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, ოჯახური შეკრებების მოსაწყობად თუ, უბრალოდ, ქალაქგარეთ სიმშვიდის საპოვნელად და განსატვირთად.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

7-ბოტანიკური ბაღი.jpgბოტანიკური10.jpgბოტანიკური4.jpgბოტანიკური 9.jpgბოტანიკური9.jpgბოტანიკური8.jpgბოტანიკური7.jpgბოტანიკური6.jpgბოტანიკური5.jpgბოტანიკური3.jpgბოტანიკური2.jpgბოტანიკური1.jpgბოტანიკური 12.jpgბოტანიკური 8.jpgბოტანიკური 6.jpgბოტანიკური 5.jpgბოტანიკური 4.jpgბოტანიკური 3.jpgბოტანიკური 2.jpgბოტანიკური 1.jpg6-ბოტანიკური ბაღი.jpg

გაზიარება