საქმიანი ტურიზმი

ბათუმი და ფილმები

''არაჩვეულებრივი გამოფენა'' 2.jpg

XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა კინემატოგრაფი იყო. თავდაპირველად კინო ხალხს ტექნიკურ საოცრებად მოევლინა, ფოტო, რომელიც კედელზე ეკიდა გაცოცხლდა, ამოძრავდა და სულ მალე თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში შეიჭრა, ბევრი მათგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. მალე დამოუკიდებელ ხელოვნებად ჩამოყალიბდა. ბევრი შემოქმედი დაინტერესდა იმ საოცრებით, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ზემოქმედების ძალა.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ბევრი ქართველი თუ უცხოელი კინომოღვაწე სტუმრობდა და ბევრი შემოქმედი ადამიანის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბათუმმა, რაც გარკვეულწილად აისახა მათ შემოქმედებაში.

იმ ფილმებს შორის, რომლებიც ამ ქალაქში შეიქმნა, ბევრია ისეთი, რომელთაც საერთაშორისო აღიარება და არაერთი პრიზი მოიპოვეს, არის ისეთებიც, რომელსაც ნაკლებად, ან თითქმის არ იცნობს მაყურებელი. არის ფილმები, რომლებიც თავისი შინაარსითა და მაღალმხატვრული დონით გამოირჩევა და ისეთებიც, რომლებიც შეიძლება არ ჩაითვალოს შედევრებად, მაგრამ თითოეულ ამ ფილმს განსაკუთრებული ღირებულება გააჩნია, რადგანაც ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ისტორიის ნაწილს ინახავს.

ბათუმშია გადაღებული ბევრი ცნობილი და ქართველებისთვის საყვარელი ფილმი:

1984  წელს კინო-ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძისმონანიება“, რომელმაც საერთაშორისო კინო-ფესტივალებზე  არნახული წარმატება მოიპოვა. ფილმიდან არაერთი სცენა სწორედ ბათუმშია გადაღებული, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა - ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი - ფარნავაზ მეფის 51-ში და პერსონაჟის სიზმარი - კათოლიკურ ეკლესიაში.

ყველასთვის უსაყვარლესი ფილმის  არაჩვეულებრივი გამოფენა კადრებიც ბათუმშია გადაღებული. ვისაც ეს ფილმი უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან - თუ როგორ ვარჯიშობს ჰანტელებით უზარმაზარი დოდო აბაშიძე პატარა აივანზე.  ეს პატარა ცნობილი აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა ფილმს გაგახსენებთ. კადრებში ჩანს ასევე დღევანდელი გორგასლის ქუჩის დასაწყისი, სცენა, როდესაც აგული ოჯახიდან მიდის და პიპინია ვიოლინოს უგდებს ფანჯრიდან.  დღეს სახლი, სადაც აგულის პერსონაჟი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, აღარ არსებობს. 1968 წელს გადაღებულმა ფილმმა კი ამ ქუჩის კადრები კარგად შემოინახა.

ბათუმის საინტერესო ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ფილმი „12 სკამი (1971 .), რომელიც ილფისა და პეტროვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა, კომედიების ავტორმა ლეონიდ გაიდაიმ. ფილმის გადაღებები მწვანე კონცხსა და ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა. ზღვის სანაპიროზე მდებარე რესტორანში, სუფრასთან მსხდომი მოქეიფეები - ბათუმის თეატრის მსახიობები როლანდ კაკაურიძე და შოთა მესხიძე არიან.

ბათუმშია ასევე გადაღებული მანანა“, „მოცურავე“, „მსურველები შეგიძლიათ ჩაეწეროთ“, „ჩამავალი მზე“, „ფეოლა“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“...

30 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე გამოვიდა ფილმისიყვარული და მტრედები (1984 .) მისი რეჟისორია ვლადიმერ მენშოვი, რომელსაც მანამდე გადაღებული ჰქონდა მხოლოდ ორი ფილმი, მათ შორის - უკვე ცნობილიმოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ (1979 .), რომელმაც მრავალი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, 1981 წელს ოსკარისაუკეთესო ფილმისთვის უცხოურ ენაზე“.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფილმი, რომელიც ბათუმში გადაიღეს კოტე მაჯანიშვილისამოკიგახლავთ. ცნობილი მწერლის შტეფან ცვაიგის რომანის მიხედვით კოტე მარჯანიშვილმა 1927 წელს ფილმი  გადაიღო. ფილმის კადრებში ჩანს ბოტანიკური ბაღის ბაქანი, მაშინდელი ქალაქი, მწვანე კონცხი. კადრებში ჩანს ასევე მაშინდელი ერთადერთი მაღლივი შენობა, სობოროს ცნობილი ტაძარი, რომელიც შემდგომ 1932 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია.

ბათუმი ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა სახისა და შინაარსის საერთაშორისო კინო, თეატრალური თუ მუსიკალური ფესტივალი, რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავს. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალმა პოპულარობა და მსოფლიო მასშტაბით აღიარება მოიპოვა. ასევე ტრადიციული გახდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ორიგინალური სახელწოდებითთოფუზი“, რომელიც პატარების საყვარელი თავშეყრის ადგილად და შემეცნების საუკეთესო საშუალებად იქცა.

ბოლო ათწლეულში ბათუმის მნიშვნელოვანმა სახეცვლილებამ, განახლებულმა ძველმა უბნებმა, ახალმა, თანამედროვე არქიტექტურამ და ისტორიულმა ღირსშესანიშნაობებმა, ქალაქი კინემატოგრაფისტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო და მიმზიდველ გადასაღებ ობიექტებად აქცია, განსაკუთრებით უცხოელი რეჟისორებისთვის.

დამოუკიდებელმა პროდიუსერმა და რეჟისორმა ალექსანდრე ათანესიანმა ბათუმში გადაიღო ეპიზოდები სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისამოჰკალ მეფე“, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ზურაბ ქავთარაძე, ლია აბულაძე, ჯემალ ველიაძე მონაწილეობენ. ფილმი 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

2013 წელს, ქართულ-ფრანგულ-ესპანური მხარეების თანამშრომლობით, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში მიმდინარეობდა გადაღებები სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისასხვისი სახლი”. ფილმი უსახლკარო, ომგამოვლილი ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს: უსიციცხლო სოფელი, გაყინული ბუნება, უკიდეგანო ციტრუსის ბაღები, აჭედილი პირქუში სახლებიასეთია ფილმის ბუნებრივი დეკორაცია, რომლის ფონზეც ვითარდება გმირების ისტორია. ფილმის გადაღებებში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი მსახიობი და კინოხელოვანი მონაწილეობდა.

საქართველო-თურქეთის ერთობლივი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე ფილმი და სერიალი შეიქმნა. მათ შორის, სერიალიჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც საკმაო პოპულარობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს თურქულ ტელეარხებზე. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. ფილმის ეპიზოდების გადაღებები მიმდინარეობდა ძველი ბათუმის აღდგენილ უბნებში.

2013 წლის 12 ივნისს ბათუმს ეწვია ცნობილი ფილმისნათლიმამა“- რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას, ძმისშვილი, ასევე ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი და რეჟისორი, კოპოლების დინასტიის წარმომადგენელი, სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი ქრისტოფერ კოპოლა, მსახიობ ნიკოლას ქეიჯის ძმა და რეჟისორ სოფია კოპოლას ბიძაშვილი, რომელმაც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმში ითამაშა. შემდეგ ის 2014 წლის იანვარში კვლავ ეწვია ბათუმს, ამჯერად თავისი ახალი საშინელებათა ფილმის  ნათიას სიზმრები- გადასაღებად.

ცნობილმა ირანელი რეჟისორი და სცენარისტი, აზიის კინოაკადემიის პრეზიდენტი მოჰსენ მაჰმალბაფი ბათუმში იღებდა ეპიზოდებს ფილმისათვისპრეზიდენტი“. მაჰმალბაფის ფილმებმა არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 2001 წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა მისი ფილმიკანდაჰარიყველა დროის 100 საუკეთესო ფილმთა სიაში შეიტანა.

ბათუმში ფილმის გადასაღებად ჩამოსულ რეჟისორთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია, ასევეა ის ფილმები, რომლებიც აქ გადაიღეს, მრავალფეროვანია როგორც ჟანრობრივად, ისე გადასაღები ობიექტების შერჩევის თვალსაზრისით.

დეკორაცია ფილმის შინაარსის აღსაქმელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: ადგილი, გარემო, ბუნება, ესა თუ ის შენობა-ნაგებობა, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. თუ ამ კუთხით განვიხილავთ ფილმებს, დავწმუნდებით, რომ განახლებული ბათუმი, თავისი ძველი უბნებითა და თანამედროვე არქიტექტურით საუკეთესო ადგილია ნებისმიერი შინაარსის ფილმისათვის.

გალერია

''12 სკამი'' 2.jpg''12 სკამი'' ბათუმელი მოქეიფეები.jpg''12 სკამი''.jpgფილმი '' სიყვარული და მტრედები''.jpgფილმი ''ამოკია'' კოტე მარჯანიშვილი 2 .jpgფილმი ''ამოკია'' კოტე მარჯანიშვილი 3 .jpgფილმი ''ამოკია'' მწვანე კონცხი.jpgფილმი ''ამოკია''ბაქანი 3 .jpgფილმი ''მანანა'' 3.jpgფილმი ''მანანა'' 4.jpgფილმი ''მანანა''.jpgფილმი ''მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ''.jpgფილმი ''მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ''.jpg 3.jpgფილმი'' მონანიება''  ვარლამის ტრიბუნა.jpg

გაზიარება