საქმიანი ტურიზმი

ფრენა

mkjr_-kH9rd2JuCgQ-unsplash.jpg

საქართველოს ტერიტორიაზე სამი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება მგზავრებს: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები.

საერთაშორისო ფრენები

ბათუმში გასამგზავრებლად, ყველაზე ახლო მდებარე აეროპორტები ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 2,7 კმ-ის დაშორებით. აეროპორტი ემსახურება საერთაშორისო და შიდა რეისებს, რომლებიც აკავშირებს ბათუმს სხვადასხვა მიმართულებით. ავიარეისებს ახორციელებს შემდეგი ავიაკომპანიები:

თურქეთის ავიახაზები / Turkish Airlines    

საქართველოს ავიახაზები / Georgian Airways

პეგასუსის ავიახაზები / Pegasus Airlines    

ეარბალტიკ / Air Baltic

ფლაიდუბაი / Flydubai    

ელ ალ / El Al

არკია ისრაელის ავიახაზები / Arkia Israeli Airlines

და სხვა.

ავიახაზები უზრუნველყოფენ კავშირებს ისეთ ქალაქებს შორის, როგორიცაა სტამბული, თბილისი, დუბაი, თელ-ავივი და სხვა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.batumiairport.com

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გთავაზობს საერთაშორისო პირდაპირ და შიდა ფრენებს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz-Air ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ევროპული ქალაქებიდან, მათ შორის: მადრიდი, ბარსელონა, რომი, მილანი, პარიზი, ბუდაპეშტი, რიგა, ვილნიუსი, ვენა, ბრიუსელი, ლარნაკა, პრაღა, კოპენჰაგენი, ტალინი, ბერლინი, კიოლნი, დორტმუნდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, მიუნჰენი, ათენი, სალონიკი, ვარშავა, კატოვიცე, კრაკოვი, პოზნანი და ვროცლავი; ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიდან. ქუთაისიდან ბათუმამდე მანქანით ან ავტობუსით სავალი მანძილი დაახლოებით 1 საათი და 45 წუთია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე: www.kutaisi.aero 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გთავაზობს პირდაპირ ფრენებს ევროპის, აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. აეროპორტი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 20 კმ-ში და მისი ICAO სტანდარტები და სერვისები ერთ-ერთ ყველაზე საიმედო დანიშნულების პუნქტად აქცევს. თბილისი და ბათუმი მარტივად უკავშირდება ერთმანეთს მატარებლით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, ტაქსით, კერძო მანქანით ან შიდა ავია რეისით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე: www.tbilisiairport.com 

ადგილობრივი ფრენები

საქართველოში შიდა ფრენებს ახორციელებს ორი ავიაკომპანია „Georgian Wings“ და „Vanilla Sky Georgia“, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ეწვიო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს. ფრენების განრიგის და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ვებგვერდებს: Georgian Wings – www.georgianwings.com  Vanilla Sky Georgia – www.vanillasky.ge 

 

გაზიარება