საქმიანი ტურიზმი

24 საათი ბათუმში

DJI_0081.jpg

ბათუმი - ეს არის ქალაქი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. 2000 წლიანი ისტორიის მქონე ბათუმი ყველა მნახველს დაუვიწყარ გამოცდილებას, უძველეს ლეგენდებს და სხვადასხვა ერებისა და რელიგიების დიდ შემწყნარებლობას სთავაზობს. მოემზადეთ უძველესი, მულტიკულტურული, თანამედროვე, კოსმოპოლიტური ბათუმის შესასწავლად. ბათუმი არის ოთხი სეზონის ადგილი, სადაც ყოველთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი - არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით გადაწყვეტ დარჩენას, თუნდაც 24 საათის განმავლობაში.
გთავაზობთ პროგრამას, თუ როგორ შეიძლება გაატარო დრო საინტერესოდ და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული 24 საათის განმავლობაში:


7:30



ბათუმი მდებარეობს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შესაბამისად, შენს სასურველ სასტუმროში დარეგისტრირების შემდეგ, დილით ადრე გაისეირნე ან იარე ველოსიპედით 7 კმ-იან ზღვისპირა ზოლზე, რათა ჩაისუნთქო ზღვის სუფთა ჰაერი და დატკბე მყუდრო და მშვიდი გარემოთი. ამასობაში აუცილებლად გაისეირნე მე-19 საუკუნის „ბათუმის ბულვარში“, სადაც განთავსებულია ცნობილი მარადიული სიყვარულის ქანდაკება „ალი და ნინო“, ასევე ანბანის კოშკი და ძველი ბათუმის პორტი.


8:30



დილის სეირნობის შემდეგ უკვე ჯანსაღი საუზმის დროა, რადგან აქ ხარ, ისიც გეცოდინება, რომ საქართველო ცნობილია თავისი უნიკალური გასტრონომიით და მრავალფეროვანი კერძებით, ბოსტნეული და ხილი განსაკუთრებით ახალი, ორგანული და ნატურალურია. ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა კაფეში საუზმის დროს გახსოვდეს, რომ დილა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსგავსად “ბათუმური ყავი” დაიწყო.


10:00



რადგან უკვე გემრიელად ისაუზმე, დროა კულტურულ ადგილებსაც გაეცნო. საქართველოს აჭარის რეგიონი გამოირჩევა უბადლო კულტურით და ხელუხლებელი ბუნებით. ერთი დღის განმავლობაში შეგიძლია ეწვიო კულტურულ ადგილებს და ასევე დატკბე ბუნებითაც. დილით ეწვიე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ქვის, ბრინჯაოსა და რკინის, ასევე უძველესი, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიანი შუა საუკუნეების არტეფაქტები. მუზეუმში დაცულია ოქროს ფონდიც, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას კოლხეთის ქვეყნის შესახებ.


11:30



გაიარე მოკლე მანძილი ფეხით ევროპის მოედნისკენ, სადაც დაინახავ „მედეას ქანდაკებას“ და არგონავტების მითებისა და ოქროს საწმისის შესახებ ისტორიას გაეცნობი. თუ „ძველი ბათუმის“ შესწავლას ბათუმის პიაცასკენ სიარულით გააგრძელებ, ქალაქის არქიტექტურასა და ფერად მოზაიკაზე დაკვირვებით შეიქმნი ლამაზ მოგონებებს. ეს ყველაფერი კი დროში გამოგზაურებს.


13:00



სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იყო, ყველგან დაგხვდება ქართული სტუმართმოყვარეობა და დახვეწილი აჭარული სამზარეულო. ლანჩისთვის დააგემოვნე უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, ნავის ფორმის, ხრაშუნა, კვერცხის გულითა და კარაქით. ბევრი რესტორანი ასევე გთავაზობს მასტერკლასის გაკეთების სერვისს, რომ ისწავლო აჭარული ხაჭაპურის მომზადება. შუადღის ჩაი ყოველთვის კარგი იდეაა, განსაკუთრებით ადგილობრივი ჩაი, რომელსაც აჭარის მდელოებზე კრეფენ.


14:30



მანქანით გაემართე ბათუმის ბოტანიკური ბაღისკენ, რომელსაც აქვს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ყვავილების კოლექცია. საუკუნოვანი ბაღი ქმნის ჰარმონიას სუფთა ბუნებას, გონებასა და სულს შორის. შენ შეძლებ სრულად დაისვენო ბუნებაში და დააფასო დაუვიწყარი ხედები. შემდეგი გაჩერება უნდა იყოს მე-6 საუკუნის პეტრას ციხე, რომელიც გადაჰყურებს შავი ზღვის სანაპიროს. უწინ აქ განთავსებული იყო სტრატეგიული სამხედრო ეკონომიკური სავაჭრო ცენტრი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს, ქალაქსა და დასახლებას, სასახლის ნანგრევებს, ანტიკურ აბანოებს, ფერმას და ჯარისკაცთა სამოსახლოებს, ასევე VI-VII საუკუნის ბაზილიკას, რომელიც პეტრეს საეპისკოპოსო ტაძრის ნაშთებია.


17:30



ბათუმში დაბრუნების შემდეგ, ქალაქზე სრულყოფილი ხედის ხილვისთვის, შეგიძლია ისარგებლო ბათუმის საბაგიროთი, სახელად „არგო“ და დაათვალიერო ქალაქის ჰორიზონტი საბაგიროდან, ასევე იხილო ერთ-ერთი ულამაზესი მზის ჩასვლა ზღვაზე. ბათუმი იდეალური ადგილია საყიდლებისთვის. შეგიძლია ეწვიო რამდენიმე მაღაზიას, დამოუკიდებელ ბუტიკს და ქართველი დიზაინერების მაღაზიებს. ადგილობრივი დიზაინერები მეგზურობას გაგიწევენ სეზონის საუკეთესო ნივთების არჩევაში. სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული დღის შემდეგ, გარკვეული დრო დაუთმე დასვენებას და მოემზადე ქართული სადილისთვის.


20:30



ქართული გასტრონომია გამოირჩევა გურმანებისთვის დიდი არჩევანით, მათ შორის ვეგეტარიანელებისთვის. დააგემოვნე ავთენტური სამზარეულოს ტრადიციული კერძები. ღვინო განუყოფელია ქართული სუფრისგან. საქართველოში მეღვინეობა 8000 წლიანი ტრადიციით თარიღდება. ქართული მეღვინეობის ტრადიციული ტექნიკა, რომელიც იყენებს ტრადიციულ თიხის ჭურჭელს, სახელად „ქვევრს“, იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. აქედან გამომდინარე, ასევე შეგიძლიათ დააგემოვნო უნიკალური ჯიშის ღვინოები.


23:00



მშვენიერი დღის ბოლოს, თუ გსურთ შეიგრძნო ბათუმის ღამის ცხოვრება, აირჩიეთ ბარი ცოცხალი მუსიკით, თუნდაც რომელიმე შენობის ბოლო სართულზე. კოქტეილების შეკვეთისას კი დატკბი ბათუმის ღამის ხედებით.
ცნობილმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ, მდიდარმა ბიომრავალფეროვნებამ, უძველესმა ისტორიულმა და კულტურულმა მემკვიდრეობამ, უნიკალურმა სამზარეულომ და ღვინომ განაპირობა ის, რომ ბათუმი დასახელდა, როგორც “ევროპის საუკეთესო ჩამალული მარგალიტი 2022” (European Best Hidden Gem 2022). წყარო: https://www.europeanbestdestinations.com/destinations/batumi/ 
ასევე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიაზე (World Travel Awards), ბათუმმა გაიმარჯვა ნომინაციაში და დასახელდა, როგორც “მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება 2022” (World’s Leading Emerging Tourism Destination 2022). წყარო: https://www.worldtravelawards.com/award-worlds-leading-emerging-tourism-destination-2022 

რუკაზე ნახვა

image