საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

მახუნცეთის ზიპლაინი

მახუნცეთის ზიპლაინი 4
medium

მახუნცეთის ზიპლაინი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სათავგადასავლო ატრაქციაა, რომელიც ვიზიტორებს ადრენალინით სავსე ფრენასა და უნიკალურ ბუნებრივ პეიზაჟებს სთავაზობს. ზიპლაინი იწყება მახუნცეთის ჩანჩქერის თავზე და სრულდება ისტორიული თამარის თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფრენისას თვალწინ იშლება მახუნცეთის ჩანჩქერი, აჭარის მთები, მდინარე აჭარისწყალი და თვალწარმტაცი ხეობა.

ზიპლაინი ორი პარალელური ხაზისგან შედგება, რაც ორ ვიზიტორს ერთდროულად დაშვების შესაძლებლობას აძლევს. მისი სრული სიგრძე 550 მეტრია, ხოლო ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 112 მეტრს აღწევს.

ვიზიტორებს შეუძლიათ აირჩიონ ორი სხვადასხვა ტური: 1.5-წუთიანი ექსტრემალური ტური (30–35 კმ/სთ) ან 3-წუთიანი პანორამული ტური (15–20 კმ/სთ). ეს არის დაუვიწყარი შესაძლებლობა, ერთ სივრცეში შეიგრძნოთ ადრენალინი, დატკბეთ აჭარის ბუნების ულამაზესი ხედებით და შექმნათ განსაკუთრებული მოგონებები.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მახუნცეთის ზიპლაინი 3.jpgმახუნცეთის ზიპლაინი 2.jpgმახუნცეთის ზიპლაინი 1.jpg

გაზიარება