საქმიანი ტურიზმი

ბრენდული სასტუმროები ბათუმში

meridiani-1.jpg

ბათუმი, როგორც გამორჩეული საზღვაო კურორტი მსხვილი ინვესტორების დიდ დაინტერესებას იწვევს, ამიტომ აქ ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდული სასტუმროების რიცხვი. ბათუმი შავი ზღვის რეგიონში გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, განვითარებული ინფრასტრუქტურით, კოლორიტით. თანამედროვე და ძველი არქიტექტურული ნაგებობები, ბოტანიკური ბაღი და ზღვისპირა ბულვარი, მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროები, საერთაშორისო ფესტივალები, ყოველივე ეს გავლენას ახდენს ბათუმის განაშენიანების განვითარებაზე და ინვესტიციების მომხიბვლელობაზე

წლიდან წლამდე მატულობს ბრენდული და მაღალი კლასის სასტუმროების რიცხვი, თუმცა პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც ბათუმში გაისხნა იყო შერატონი. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ცნობილი ბათუმის ბულვარისა და შავი ზღვის სანაპიროს გვერდით, ისტორიულ ცენტრამდე რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. სასტუმროშერატონ ბათუმსროგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის მიმართავენ. მოგზაურებს ის ხიბლავს, თავისი 202 კომფორტული ნომრით, Sheraton Sleep Experience-ის საფირმო საწოლებით, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებითა და ბრწყინვალე Shine Spa-ით, რომელიც გთავაზობთ საუნებს, შერატონ ფიტნეს ცენტრს, თურქულ ჰამამს. აქ შეგიძლიათ დაიწყოთ დღე უგემრიელესი საუზმით მზესუმზირის რესტორანში, მიირთვათ ლანჩი ან ვახშამი ბათუმის განსაცვიფრებელი ხედებით 360 Sky Bar-ში, გაცვალოთ ისტორიები სასმელზე Lobby Bar-ში ან აუზის სეზონურ Jasmine Lounge Bar-თანბათუმში შეხვდებით Hilton Batumi- ბრენდსაც, 247 ნომრით და ლუქსით. ის მდებარეობს ზღვისპირა ბულვარის გასწვრივ, ქალაქის ცენტრთან ახლოს. ობიექტში შედის კაზინო, ჯანმრთელობის კლუბი აუზით და ექსკლუზიური სივრცე: სპა ჰილტონში. მთელი დღის განმავლობაში სასტუმროს რესტორანი გთავაზობთ ქართულ კერძებს და საერთაშორისო სამზარეულოს, ხოლო ტერასა ზღვის ხედით იდეალური ადგილია მზის ჩასვლისთვის.

კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო, Radisson Blu Hotel, ბათუმი გამოირჩევა ულამაზესი შუშის ექსტერიერით და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინით, რომელიც ეკუთვნის იტალიელ  არქიტექტორს მიკელე დე ლუჩის. სასტუმროს მოსახერხებელი ზღვისპირა მდებარეობა მისი ერთ-ერთი ღირსებაა. აირჩიეთ 168 ოთახიდან და ლუქსიდან შენთვის სასურველი. აუცილებლად ეწვიეთ  მაცდურ სასადილო ადგილებს, მე-19 სართულზე მდებარე ბარის ჩათვლით. შესანიშნავი სპა მოგზაურებს დასვენებისა და განტვირთვისკენ უბიძგებს. ლანდშაფტი და შესანიშნავი კაზინო, უფასო მაღალსიჩქარიანი, უკაბელო ინტერნეტი, დახურული და გარე საცურაო აუზები , მსოფლიო დონის სპა ცენტრი, ოთხი საკონფერენციო დარბაზი,  ორი სხდომათა დარბაზი და დიდი სამეჯლისო დარბაზი, შენს  ვიზიტს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

Marriott-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი კომპლექსი - Le Méridien - 205 მეტრი სიმაღლისბათუმი თაუერის“ 2 ნაწილს აერთიანებს, და იგი ყველაზე მაღალი შენობაა რეგიონში.  5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, სტუმრებს 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით  უმასპინძლდება. Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, რაც შეეხება Marriott-, მის ქსელში ამ ეტაპზე 10-ზე მეტი ბრენდული სასტუმრო შედის. პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე ქართულმა კომპანია -„რუმსმაიმუშავა. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, ნინოშვილის ქუჩაზე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს

საქმიანად მოგზაურობ თუ გართობის მიზნით, Courtyard by Marriott Batumi შენს ყველა მოგზაურობას წარმატებულს ხდის ზუსტად იმით, რაც გჭირდება: ფართო და კომფორტული სასტუმრო ოთახებით; გემრიელი საუზმე და მომსახურება, რაც დაგეხმარება იყო უფრო პროდუქტიული და თავი მოხერხებულად იგრძნო. გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott- 2022 წელს გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ინფრასტრუქტურა, რომელიც Courtyard by Marriott-ისთვის შეიქმნა 5-ვარსკვლავიანია თავისი რესტორნით, ლაუნჯით, მისაღები ზონითა და 150 სასტუმრო ნომრით. აღსანიშნავია სპა ზონა, რომელიც თავისი ფუნქციონალითა და ხედებით ბათუმში ნამდვილად გამორჩეულია.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბრენდული სასტუმროებისა, რასაც ბათუმში შეხვდებით. აქ არსებული სასტუმროების ფართო არჩევანი ყველა გემოვნების და საჭიროების მომხმარებელზეა გათვლილი. დამატებით სხვა ინფორმაციისთვის, სხვა ბრენდული და ადგილობრივი სასტუმროების შესახებ გთხოვ ეწვიე ბმულს: განთავსება

გალერია

sheraton-batumi.jpgსასტუმრო ჰილტონი.webpსასტუმრო რედისონი.webpradisson-blu-2.jpgსასტუმრო ქორთიარდ მარიოტი.webpსასტუმრო ქორთიარდ მარიოტი 2.webpსასტუმრო მერიდიანი.webp

გაზიარება