საქმიანი ტურიზმი

ეკოტურიზმი აჭარაში

დაცული ტერიტორიები - ბაყაყი.jpg

ბუნება ადამიანის მენტალური და სულიერი კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

მწვანე ტბა 2025.png

ეკოტურიზმით დაინტერესებული ადამიანისთვის აჭარის უნიკალურ ბუნებაში  ყველაფერია ამისთვის, შესაფერისი ლანდშაფტში მწვანე და უსაფრთხო გარემო, მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები, ესთეტიკურად მიმზიდველი ლანდშაფტები, ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნა, ქართულ და საერთაშორისო წითელ წიგნში შეყვანილი რელიქტური და ენდემური სახეობები, ბუნებრივი ტერიტორიების დაცული და განვითარებული ქსელები. ეკოტურისტებისთვის აჭარის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და განსხვავებული სამზარეულო.

აჭარაში ეკოტურის დაგეგმვაში თქვენ დაგეხმარებათ შემუშავებული და მარკირებული მარშრუტები,  სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება,  სპორტული, სათავგადასავლო, სამკურნალო და ეკოლოგიურ-კულტურული ტურები,  საექსკურსიო მომსახურება,  განსაკუთრებული ღონისძიებები (ბაზრობები, აუქციონები, ფესტივალები,  კონკურსები, გამოფენები და სხვა),  ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი კვების პროდუქტების გაყიდვა.

ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭარაში მოგზაურობას ამარტივებს.  ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებულ მარშრუტებში აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო აქტივობას.

ღვინის ტური - ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნებისთვის აუცილებლად უნდა ესტუმრო ქედას, რომელიც გარდა მევენახეობისა, ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. ღვინის ტურის გარდა, შესაძლებელია საოჯახო მარნებში სტუმრობა, პოპულარული მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულება.

ისტორიულ-კულტურული მარშრუტი - სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით  გამოირჩეული მიმართულებაა მთიან აჭარაში. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

სათავგადასავლო მარშრუტი - ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში ბდებარეობს.  მასზე მოგზაურობისას გაივლი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს ამ მარშრუტზე შეუძლია.

არ უნდა გამოგვრჩეს კინტრიშისა და მტირალას ეროვნული პარკების ტურისტული თავშესაფრები, სადაც პარკის სტუმრებს შეუძლიათ ღამე გაათენონ. გამორჩეული ადგილია ჯვარიმინდორის იაილების ტურისტული თავშესაფარი - ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტის მთავარი ლოკაცია. აღნიშნულ მარშრუტზე მოგზაურობის მსურველებს  შეუძლიათ შეისვენონ და ღამე გაათიონ ჯვარიმინდორის უფასო ტურისტულ თავშესაფარში.

მოგზაურობა აჭარულ სოფლებში - ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში დაგეხმარება. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარ მასპინძლებს შეხვდებით. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სოფლების, აჭარის თითოეულ მუნიციპალიტეტში მოგზაურობას განსაკუთრებულს რომ გახდის.

ველომარშრუტი - ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარე ულამაზეს, აჭარულ სოფელ მირვეთში სრულდება. სოფელში შეგიძლია მოინახულო მირვეთის ჩანჩქერი,  XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა.

და ყველაზე მთავარი ეკოტურისტული მარშრუტები - ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე ოთხი უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის გაცნობისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია.

ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენა ყველას გვჭირდება, რადგან დღევანდელი ცხოვრების წრაფი ტემპი ხშირად არ გვაძლევს ბუნებრივ საწყისებთან დაბრუნების და განმარტოების საშუალებას, შეიძლება ბანალურადაც ჟღერდეს, მაგრამ ყველას ერთხელ მაინც უგვრძნია რამდენად სჭირდება იმ წამს ბუნებასთან სიახლოვე. აჭარის გამორჩეული ბუნებრივი რესურსები სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ადამიანებს.

გალერია

MTIRALA.jpgმწვანე ტბა ველოსიპედით.jpgMtirala National Park (1).jpgMtirala National Park..jpgKobuleti Protected Areas_Ispani Sphagnum Peatlands.jpg.jpgმაჭახელას-პარკი-4.jpgმაჭახელას საფეხმავლო.jpgკინტრიში9.jpgკინტრიში8.jpgკინტრიში7.jpgკინტრიში5.jpgკინტრიში 3.jpgკინტრიში 4.jpgKobuleti Protected Areas_Ispani Sphagnum Peatlands.jpg

გაზიარება