საქმიანი ტურიზმი

კულტურული ტურიზმი

ბათუმი - ფართოდ ცნობილი და აღიარებული ტურისტული ადგილი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს არამარტო სუბტროპიკული კლიმატის

1.ზაფხულის ფესტივალი ბათუმში, 2022 (1).jpg

ბათუმი - ფართოდ ცნობილი და აღიარებული ტურისტული ადგილი, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს არამარტო სუბტროპიკული კლიმატის, კარგად მოვლილი სანაპიროების, ზღვისა და მთების კომბინაციისა და კიდევ ძალიან ბევრი სიკეთის გამოც, არამედ იმითაც რომ აქ შესაძლებლობა გექნება მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ კულტურულ აქტივობებში, როგორიცაა ფესტივალები და კონცერტები მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით. 

ქალაქი უძველესი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავია, თავისი ისტორიული პორტით, ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მსოფლიო დონის სასტუმროებით, რესტორნებით, კაფეებითა და ბარებით. ბათუმში შეგიძლია განიცადო ნამდვილი კულტურული ექსტაზი.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, მრავალფეროვანი სეზონური ფესტივალები და სხვა  კულტურული ღონისძიებები აღმოჩენა იქნება თქვენთვის აჭარაში მოგზაურობის დროს.
უძველესი ხალხური დღესასწაულებიდან აჭარაში შედარებით სრული სახით მხოლოდ „შუამთობა“ შემორჩა.

 ზოგიერთი სხვა ძველი დღესასწაულის არსებობის კვალი მხოლოდ მასთან დაკავშირებულმა წეს-ჩვეულებებმა და რიტუალებმა შემოინახა. მოსახლეობამ კარგად შემოინახა ასევე უძველესი ხალხური მუსიკალური კულტურა, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია
აჭარის ხალხური მუსიკალური ხელოვნება მოიცავს როგორც მარტივ, ასევე პოლიფ ნიურ სიმღერებს.

სიმღერა თან ახლდა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს, შრომით საქმიანობას და ყოფითი კულტურის სხვა მხარეებს.
აჭარის ფოლკლორში გამორჩეული ადგილი უჭირავს ხალხურ ქორეოგრაფიასაც. ცეკვები, ძირითადად, სრულდებოდა თავყრილობების, გართობა-სანახაობების, საოჯახო და სასოფლო დღესასწაულების დროს.  აქ ხალხურმა ქორეოგრაფიამ შეოინახა ხალხური დრამის ელემენტები, რომლებიც ასახავენ ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებს, შეხედულებებს გარესამყაროზე, უკავშირდებიან სხვადასხვა უძველეს ღვთაებებს და ინახავენ რიტუალების სიმბოლურ მნიშვნელობას.

რაც შეეხება თანამედროვე კულტურას ბათუმს წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი შემსრულებლები სტუმრობდნენ, როგორებიც არიან პლასიდო დომინგო ჯამიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუპ დოგი, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, Maroon 5, Sting, ერიკა ბადუ და სხვები.

ყოველწლიურად ივლისში ბათუმი მასპინძლობს „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს“,  აგვისტოში ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალს „ღამის სერენადები“, ასევე ივლისში ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, ასევე შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს.  

მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებების გარდა ბათუმში შეგიძლიათ დაესწროთ, კინოს, თეატრის , თანამედროვე კულტურისა და სხვა გამორჩეულ ფესტივალებს.
მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო, მაღალი სტანდარტების ღონისძიებამ, რომელიც რეგულარულად იმართება აჭარაში, რეგიონს საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ადგილი დააკავებინა. ამას ემატება თანამედროვე კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო, მაღალი კლასის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო, რაც განაპირობებს კულტურის ტურიზმის განვითარებას. 

გალერია

2. შუამთობა.jpgIMG_8226.jpg

გაზიარება