მდგრადი ტურიზმის განვითარება
ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ტურიზი მუდმივ გაფართოებას განიცდის და შესაბამისად ის გადაიქცა
ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ტურიზი მუდმივ გაფართოებას განიცდის და შესაბამისად ის გადაიქცა მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მაღალი ტემპებით განვითარებად ეკონომიკურ დარგად, მათ შორის საქართველოსა და მის ტურისტულად მართლაც გამორჩეულ რეგიონ აჭარაში. ამის გამო ტურიზმი სპეციალისტების მიერ აღიარებულია, როგორც თანამედროვეობის ეკონომიკური ფენომენი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე გენერალურმა ასამბლეამ 2017 წელი ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად გამოაცხადა, რითაც, მსოფლიო ლიდერების აღიარებით მსოფლიოს მდგრად განვითარებაში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სტრატეგიული მიზნების განხორციელების ერთ-ერთმა ძლიერმა ინსტრუმენტმა.
2015 წლის სექტემბერში მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები, საქართველომ კი დაიწყო საფუძვლის ჩაყრა, რომელიც აუცილებელია ეროვნულ განვითარების გეგმებსა და მრავალდარგობრივ სტრატეგიებში მათი ინტეგრირებისათვის.
საქართველო იყო იმ პირველ ოცდაორ ქვეყანას შორის, რომელმაც წარმოადგინა ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR) მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად 2016 წლის ივლისში მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე.
ისევე როგორც საქართველოში აჭარაშიც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რიცხვი, ტურიზმის სექტორი მუდმივად იზრდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს აჭარის რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებისთვის. აქ ტურიზმი წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს, ამის გარდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ ტურისტულ სექტორს აქვს ეკონომიკაზე ზემოქმედების სხვა დადებითი პირდაპირი და ირიბი მხარეები, როგორიცაა მცირე და მიკროსაწარმოების ვაჭრობის ზრდა, მეწარმეობის ზრდა და ა.შ., გასაკუთრებით მომსახურების სფეროში. მისი განვითარება იწვევს ახალი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის შექმნას, იცავს და აფინანსებს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას.
სწორედ ტურიზმის სწრაფი განვითარების გამო საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება ბუნებრივ, ისტორიულ, კულტურულ ფასეულობათა შესანარჩუნებლად. ეს პრობლემა მხოლოდ ლოკალურად აჭარის რეგიონს არეხება, არამედ მთელ მსოფლიოს.
ტურიზმის მდგრადობის მიღწევა უწყვეტი პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოზე მუდმივ მონიტორინგს, ზრუნვას და გონივრულ ექსპლუატაციას, რაც საბოლოოდ მთლიანად ეკონომიკური მდგრადობის მიღწევას უწყობს ხელს.
2015 წლის 18 ივნისს ჩინეთში ჩატარებულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აბრეშუმის გზის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც აბრეშუმის გზის ტურისტული პოტენციალის განხილვას მიეძღვნა. 20-ზე მეტ ქვეყნას შორის საქართველოც მონაწილეობდა. აბრეშუმის გზის მარშრუტი, (რომელიც ისტორიულად მოიცავს აჭარის რეგიონსა და ბათუმს)როგორც სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
აქვე გამართულ მინისტერიალზე პოზოტიურად შეხვდნენ ქართული მხარის წინადადებას - აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის ერთიანი ტურისტული პროდუქტისა და მარკეტინგული აქტივობების საჭიროების შესახებ. აჭარის მიზანი - გახდეს მდგრადი ტურისტული განვითარების რეგიონად - მიღწევადია, თუკი მოხდება ტურიზმის მდგრადი განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივ კულტურასა და პროდუქტებს.
მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.
ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.