საქმიანი ტურიზმი

საქმიანი ტურიზმი - MICE

მოგზაურობების დაახლოებით 25% მივლინებებზე მოდის.

MICE_Sheraton.jpg

მოგზაურობების დაახლოებით 25% მივლინებებზე მოდის. ეს მაჩვენებელი მიუთითებს ტურიზმის სახეობის -  MICE ტურიზმის ნამდვილ განზომილებას, რომელიც განიხილება მომსახურების სექტორის ერთ-ერთი ხერხემალად მთელ მსოფლიოში.

MICE ტურიზმი არის ნებისმიერი მოგზაურობა, რომელიც დაკავშირებულია მივლინებებთან შეხვედრებისთვის, წახალისებისთვის, კორპორატიული ღონისძიებებისთვის, სემინარებისთვის, კონგრესებისთვის. აბრევიატურა MICE ეხება ოთხ ცნებას: შეხვედრები, წახალისება, კონფერენციები და გამოფენები.

გლობალიზებულმა სამყარომ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამჟამინდელ ეკოსისტემასთან ერთად, სადაც წარმოიქმნება უზარმაზარი კომპანიები საერთაშორისო წარმომადგენლობებით, შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ბიზნეს ტურიზმი უახლესი ფენომენია, თუმცა ეს ასე არ არის.

უფრო ძველ ეპოქაში კომერციული მოგზაურობა გავრცელებული იყო სასოფლო-სამეურნეო ან ტექნოლოგიური პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვისთვის.
ამ ტიპის კომერციულმა ურთიერთობამ შუა საუკუნეებში წარმოშვა პროდუქციის ბაზრობები და გამოფენები, შესაბამისად მოსახლეობას უწევდა გადაადგილება უკვე სავაჭრო მიზნებისთვის. სინამდვილეში, ზოგიერთი დიდი ბაზრობა, რომელიც დღეს საერთაშორისოა, სათავეს ამ დროიდან იღებს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიულად მეტად მოსახეხებელ მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ აქ გადიოდა უძველესი აბრეშუმის გზა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს აქვს ნათელი მომავლი  MICE  ტურისზმის საერთაშორისო ბაზარზე.

ეს  პატარა, მაგრამ გამორჩეული ქვეყანა თავისი შესანიშნავი რეგიონებით, როგორც მაგალითად აჭარაა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს mice ტურიზმით დაინტერესებულთათვის.

აჭარის ბრენდული სასტუმროები, ინგლისურის მცოდნე  ადამიანების მაღალი წილი, საჯარო სექტორის რეფორმების ფართო სპექტრი, გამორჩეული სამზარეულო და უნიკალური ღვინო, განსაცვიფრებელი პეიზაჟები, ადამიანებისადმი დამოკიდებულება და სითბო, ისტორია, ღიმილიანი სახეების სიმრავლე და უსაფრთხო გარემო - ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორია  MICE ტურიზმისთვის.

აჭარაში რეგულარულად იმართება არაერთი საერთაშორისო, ხარისხიანი ღონისძიება, ამიტომ რეგიონს მიენიჭა წამყვანი ადგილი MICE-ის ტრანსნაციონალურ ბაზარზე. თანამედროვე და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი და აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო არის ყველაფერი, რაც განაპირობებს მის განვითარებას.

საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების გარდა, როგორიცაა „რედისონი“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „Wyndham“ და  სხვა ადგილობრივი სასტუმროები გვთავაზობენ აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მომსახურებას მაღალი დონის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენებისთვის.

ექსპო ბათუმი - Expo Batumi - საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიაა. EXPO BATUMI-მა საფუძველი ჩაუყარა კავკასიის რეგიონში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებას. მისი მიზანია აჭარაში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება, კონფერენციების ჩატარება და ახალი კონტაქტების დამყარება. ეს კი ისევ და ისევ ხელს უწყობს კავკასიისა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას. Expo Batumi travel  2023 წლის 19-21 მაისს  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას მეთოთხმეტედ გამართავს. ასევე ყოველწლიურად იმართება ბათუმის აგროპროდუქტებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა, ბათუმის სამშენებლო და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა და ა.შ.

MICE ტურიზმი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება  აჭარისა და ბათუმისთვის. ვითარდება საერთაშორისო ბიზნესის დონე საქართველოში, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, შენდება მეტი სასტუმრო. ეს დანიშნულების ადგილი გთავაზობთ უნიკალური მოგზაურობის გამოცდილებას. ბათუმი იზიდავს დიდ კორპორაციებს, იმართება კონფერენციები და ბიზნესის წამახალისებელი აქტივობები,  აქ ჩამოსული საქმიანი ადამიანები განიცდიან ავთენტურ ქართულ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას. აქაური ღვინო, საკვები, მუსიკა და ღირსშესანიშნაობები საქმიან მოგზაურობასაც კი უფრო მეტად სასიამოვნოს და სახალისოს ხდის.

გალერია

7a2ac4ab-e54c-458c-a41b-8ea0142b3111.jpgMICE_Hilton-1.jpgMeeting room 3 (10).jpg

გაზიარება