ფოთოლცვენა
შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებული დროა.
შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვენი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.
შემოდგომა განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარის ეროვნულ პარკებსა და ბოტანიკურ ბაღებში. ამ დროს ადამიანები მოდიან აქ „შემოდგომის ფერებზე სანადიროდ“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ საშემოდგომო ექსკურსიებს . შემოდგომის ფოთოლცვენის დრო, აჭარის შესანიშნავი ბუნების მიერ შექმნილი ხელოვნებით ტკბობის შესაძლებლობას მოგცემს.
აჭარის ეროვნული პარკები წლის ამ დროს თავისი მშვენების მწვერვალს აღწევს. როდის არის შემოდგომის ფერების სანახავად საუკეთესო დრო? მტირალას ეროვნული პარკი, აჭარის ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკი, ამ მხრივ ყველასთვის უსაყვარლესია. ულამაზესი ბილიკები, რომლებიც წიფლის, წაბლის ცაცხვის, უთხოვარისა და სხვა მერქნიანი ხეებითაა დაბურული.
შემოდგომაზე მათი ფოთლები ნაირფერი გულსაბნევებივით აფენია ბილიკებსა და ხეებს. ეს ფერთა საოცარი გამა მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება. მტირალას პარკი კოლხურ ტყეს მრავალფეროვნებას მარადმწვანე ქვეტყეც მატებს თავისი პონტოური შქერით, იელით, წყავით, ჭყორითა და ბზით.
ამ ტიპის ტყეეებითაა დაფარული მთების ჩრდილოეთ ფერდობები. სამხრეთ ფერდობებს კი ფოთოლმცვენი, ქვეტყიანი კოლხური ტყე მიუყვება. წაბლის ტყეებს პარკის შუა ზოლი უკავიათ, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე შეფენილია ჭოროხისა და ჰარტვისის მუხის კორომები, სადაც სოსნოვსკის ფიჭვიც არის შერეული და წიწვოვან-ფოთლოვან ტყეს ქმნის.
შემოდგომაზე, ფოთოლცვენისას აჭარის მთებში სეირნობა შთაბეჭდილებას შეგიქმნის, რომ ღმერთმა ისინი სხვადასხვა ფერით შემოსა. ეს ფერები კი აჭარის ნათელი ცის ქვეშ ყოველდღიურად იცვლება.
ბუნების მრავალმა მოყვარული აღნიშნავს, რომ შემოდგომა აჭარის სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულია.
ბევრი რამ ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. ამ ხის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთში იზრდება და მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ, ბათუმში კი ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ მისი ულამაზესი ფერის ფოთლების ცვენა. ისევე როგორც მტირლას ეროვნულ პარკში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემოდგომის სეზონიც ფერთა მრავალფეროვნებით და სილამაზით გამოირჩევა.
აჭარა, ისევე როგორც საქართველოს უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. ამ მთები ფოთოლმცვივანი ხეებით არის შემოსილი, რაც მნახველებს შემოდგომის ფერთა სანახავად იდეალურ გარემოს უქმნის.
ფოთოლცვენის მთელი პროცესი სასარგებლოცაა და საოცრად ლამაზიც. ფოთოლცვენის საშუალებით ხეები ზოგავენ წყალსა და ენერგიას, რაც ზამთრის განმავლობაში დასჭირდებათ. ამ პროცესის დროს ისინი იმ ტოქსიკურ ნარჩენებს იშორებენ, რომლებიც ზაფხულში ფოთლებში გროვდება.
რა მოსდის მილიონობით ჩამოცვენილ ფოთოლს? მწერების, სოკოების, ჭიებისა და ნიადაგში მობინადრე სხვა ცხოველების წყალობით, მთელი ეს ორგანული ნარჩენი მალე ნეშომპალად, ნოყიერი ნიადაგის მთავარ შემადგენელ ნაწილად, გარდაიქმნება. ასე რომ, მოფარფატე ფოთლები ჯერ შესანიშნავი სანახაობით გვატკბობს, შემდეგ კი გაზაფხულზე მცენარეების ზრდისთვის საჭირო სასუქად გარდაიქმნება! როდესაც ასეთი დამატყვევებელი სილამაზის სანახავად შევჩერდებით, შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ თითქოს ირგვლის არსებული ყველა ხემინდვრის ყველა ხე უხმოდ ხოტბას ასხამს თავის შემოქმედს.
არის რამე უფრო ღრმა, ვიდრე შემოდგომის ფერები აჭარის მთებში? შემოდგომა არის დრო, რომ აქ შეკრიბო ყველაფერი, რაც ზამთრის გასავლელად გჭირდება. ეს არის შენი მომზადების დრო, რასაც ყველაზე კარგად ბუნებასთან კონტაქტით შეძლებ.