საქმიანი ტურიზმი

როგორ ისიამოვნოთ ზამთრის სეზონით აჭარაში?

მოკლე დღეები და გრძელი ღამეები, ცივი ჰაერი, დაბალი ტენიანობა და მშვიდი ამინდი არის ყველაფერი, რაც ხალხს სიამოვნებს ზამთარში.

Copy of 0O5A4247.jpg

მოკლე დღეები და გრძელი ღამეები, ცივი ჰაერი, დაბალი ტენიანობა და მშვიდი ამინდი არის ყველაფერი, რაც ხალხს სიამოვნებს ზამთარში. ახლა, როცა დეკემბერს უკვე დადგა გვჯერა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელია შენი საყვარელი სეზონი აჭარაში დასასვენებლად, შენ  უნდა გაითვალისწინოთ ის დრო, რომელშიც ახლა ხართ, იყოთ ბედნიერი და ნაკლებად დაისტრესოთ.

ზამთარი შეიძლება იყოს სახალისო, თუ უბრალოდ მისცემ შანსს. ამ დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე შესაძლოა გააკეთო. ჩვენ გეტყვით რამდენიმე მიზეზს, რომ  გიყვარდეს ზამთარი და ისიამოვნო ზამთრის სეზონით აჭარაში.

დააფასე ბუნების მშვენიერება

ამ დროს აჭარის მაღალმთიანი ბუნება იძენს სრულიად ახალ და განსკუთრებულ სილამაზეს. მთები თოვლით უხვადაა დაფარული. აქ ზამთარს ძალიან განსხვავებული სილამაზე აქვს. ეს არის მკვეთრი, სადა სილამაზე, ყველაფერი დაფარულია თეთრი, მბზინავი ყინვით. თოვლის ამ ფენაში გრძნობთ, როგორ იკარგებით სუფთა ზამთრის საოცრებათა ქვეყანაში.

გამოავლინე კრეატიულობა

მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ ისეთი, ვისაც თავად ზამთარი დიდად არ უყვარს, უნდა აღიაროთ, რომ თოვლში თამაში სასიამოვნოა. განსაკუთრებით ისეთ თოვლში, როგორიც აჭარაში იცის. თქვენი მხატვრული შემოქმედებითი ნიჭი შეიძლება გაცოცხლდეს თოვლის ბაბუის, ციხესიმაგრეების აშენებით ანდა უბრალოდ თოვლში ერთმანეთის ჩაგდებით და თოვლის ანგელოზების შექმნით.

გადი გარეთ

 თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი და კიდევ უამრავი აქტივობა - სასურველი თქვენ აირჩიეთ. აჭარის ზამთრის კურორტებზე თქვენ აუცილებლად იპოვით შესაფერის თავშესაქცევს, რაც არ საჭიროებს მუდმივად შენობაში ყოფნას. ასე რომ მოშორდით დივანს და ტელევიზორს და გამოდით გარეთ!

ცხელი საჭმელი და სასმელი

წელიწადის რომელ დროს არის სრულიად მისაღები ცხელი შოკოლადის, ყავის ან ჩაის მირთმევა, რასაც მოჰყვება კომფორტული საკვები, როგორიცაა აჭარული გამორჩეული კერძები? ეს დრო ნამდვილად არ არის ზაფხული! ზამთარი საუკეთესო დროა, როდესაც შეგიძლიათ დატკბეთ სადღესასწაულო ნოყიერი კერძებით.

სადღესასწაულო სეზონი

ეს ის დროა, სადაც აჭარაში ყველგან შეგიძლიათ ნახო სადღესასწაულო  სურათები, დეკორაციები და განათებები. გაატაროდრო ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად დღესასწაულებამდე. ეს საუკეთესო დროა მოახლოებული ახალი წლის დასაგეგმად.შეიძლება არც ისე სასიამოვნოა ადრე ჩამოღამება, თუმცა ეს დრო საუკეთესოა ფეიერვერკის სანახავად. 

როგორც კი ზამთარი დადგება, თქვენ იცით, რომ შობა-ახალი წელიც  გზაშია და თან მოაქვს უგემრიელესი კერძები, ათასფერი დეკორაციები, გულთბილი საყვარელი ფილმები და სატელევიზიო გადაცემები, სადღესასწაულო ღონისძიებები, აქტივობები, მხიარული მუსიკა და რაც მთავარია საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო.

გალერია

საახალწლო განათება 1.jpgახალი წლის ღამე ბათუმში (8).jpgახალი წლის ღამე ბათუმში (12).jpgახალი წლის ღამე ბათუმში (13).jpgGoderdzi.jpgსაბაგირო.jpgსრიალი გაუკვალავში (3).jpgსრიალი გაუკვალავში 3.jpgსრილი გაუკვალავში.jpg

გაზიარება