საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ბათუმი, ხულოს მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი

კემპინგი

კემპინგი 2.jpg

როდესაც აჭარის მსგავსი მრავალფეროვანი ბუნებით ხარ გარშემორტყმული, წარმოუდგენელია არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ კიდევ, უფრო ახლოს გაეცნო ამ მშვენიერებას.

საქართველოში და რა თქმა უნდა, აჭარაში ქემპინგი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული აქტივობა ხდება. დაცული ტერიტორიების სიმრავლემ, ეს მხარე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის. ცდუნებას იმისა, რომ დატკბე თვალწარმტაცი ხედებით, ხავერდოვანი ტყეებით, კრისტალივით სუფთა წყლებითა და ხელუხლებელი ველური ბუნებით, ბევრი ვერ უძლებს და ბუნების წიაღში იწყებს თავგადასავლების ძიებას.

აჭარა უამრავ ტურისტს მასპინძლობს და საშუალებას აძლევს დატკბეს მისი უმდიდრესი ფლორითა და ულამაზესი ჰორიზონტებით. კემპინგი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად.

გაზიარება