ჩხუტუნეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი
ხელვაჩაურის რეგიონი საკმაოდ მდიდარია მისი ციხე-სიმაგრეებით, აღმოჩენილი ექსპონანტებითა და ისტორიით. მაჭახელას ხეობაში მდებარე სოფელ ჩხუტუნეთში არის მისივე სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმი ფუნქციონირებას იწყებს 1984 წლის 9 ივნისიდან. სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი, ზურაბ ნაგერვაძე გახდა მუზეუმის გახსნის ინიციატორი და დამაარსებელი.
ყოფილი მეჩეთის სამ სართულიან შენობაში განთავსებულ მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი მრავალი ექსპონატი. ასევე აქ წარმოდგენილია ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები. მუზეუმში ასევე შეხვდები პატარა მინიატურულ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან ხელსაქმით, როგორებიცაა კალათის დაწვნა, ქსოვილის შექმნა და სხვ.
შენობაში შენარჩუნებულია ხის კიბეები. აქ ასევე ნახავ ორნამენტების სახით მოხატულ კედლებს. მნახველებისა და ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს XVIII საუკუნის ხეზე ნაკვეთი ორნამენტები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს ფერებს.