პანორამული ბორბალი
თუ გსურს ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გართობა და თან ბათუმისა და შავი ზღვის პირეთის პანორამული ხედით დატკბობა აუცილებლად უნდა ესტუმრო ბათუმის პანორამულ ბორბალს. მასზე არ მოქმედებს ასაკის შეზღვუდვა ამიტომ შესაძლებელია ბავშვებთან ერთად მასზე ასვლა. იგი 10 წუთის განმავლობაში ასრულებს სრულ ბრუნს. დარწმუნდი რომ ეს 10 წუთი შენი მოგზაურობიდან ერთი-ერთი საუკეთსო და დასამახსოვრებელი იქნება, მსგავსი სილამაზის ხედების ცქერით.
პანორამული ბორბალი მდებარეობს ბათუმის ბულვარში, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს, ანბანის კოშკისა და მონუმენტ “ალი და ნინო”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი სიმაღლეა 55 მეტრი და გათვლილია 240 ადამიანზე. Პანორამული ბორბლის კონსტრუქცია წარმოებულია იტალიაში და მონტაჟიც შესრულებულია იტალიაში “ვიზა ინტერნეიშენალ ეს ერ ელ”-ის მიერ.
პანორამული ბორბალი საკმაოდ უსაფრთხო და სახალასოა, მისით სარგებლობისთვის საუკეთესო დროა როგორც დღისით, ასევე ღამით.