ბათუმი
წმინდა სამების ტაძარი
აჭარის ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიური ღირსშესანიშნაობაა წმინდა სამების ტაძარი. იგი მდეობარეობს ბათუმიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სამების მთაზე.
წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2002 წლის 7 სექტემბერს და შეიქმნა ნამდვილად შესანიშნავი რელიგიური ჯვარ-გუმბათოვანი ძეგლი. ტაძარი მთიდან გადმოჰყურებს შესანიშნავ ხედს. ტაძრის ქვედა ნაწილი მოიცავს მწვანე ტერასებსა და პატარა ბაღს. წმინდა სამების ტაძრის უკანა მხარეს რამოდენიმე მეტრში მდებაორეობს სამების სახელობის დედათა მონასტერი. მონასტერიც ასევე აგებულია სამების მთაზე, ზღვის დონიდან 400 მეტრ სიმაღლეზე. მონასტრიდანაც იშლება ულამაზესი მთებისა და ტყის ხედები.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე VISIT AJARA