საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მუნიციპალური ავტო-ტრანსპორტი
ბათუმში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე სისტემა. მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფენ მგზავრების, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და აღჭურვილია განრიგის ციფრული სისტემით. ბათუმის ავტოტრანსპორტის გრაფიკის და დამატებითი ინფორმაციის შესახებ, ეწვიე ვებგვერდს www.batauto.ge
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გესაჭიროება სამგზავრო ბარათი, რომლის ტარიფები და სახეობები განსხვავდება. სამგზავრო ბარათის აღება უფასოა, სადაც შეძლებ ბალანსის შევსებას, ბარათის შეძენა.
ბათუმი ქარდი გაძლევს 10 უფასო მგზავრობის შესაძლებლობას. ბათუმი ქარდის ბარათის ონლაინ შეძენა.
ველო-ტრანსპორტი
მათთვის, ვინც ამჯობინებს ველო-ტრანსპორტს, როგორც უფრო აქტიურ და ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალებას, შესაძლებელია მუნიციპალური ველოსიპედის „ბათუმველო“-ს სერვისით სარგებლობა. ველოსიპედის დაქირავება უკეთეს შესაძლებლობას იძლება ქალაქის უკეთ შეცნობის და ზღვის სანაპირო ზოლის, ველო-ბილიკზე სეირნობისას ლამაზი პეიზაჟებით სიამოვნების.
„ბათუმველოს“ დაქირავება შესაძლებელია ბარათის საშუალებით, რომლის აღება შეგიძლია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ან დარეგისტრირდი ონლაინ „ბათუმველოს“ ვებგვერდზე: www.batumvelo.ge