საქმიანი ტურიზმი

საზღვაო აქტივობები

აჭარის სანაპირო ზოლი ზაფხულის სეზონზე ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს. მზიან დღეებში დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ დრო მრავალფეროვანი საზღვაო აქტივობებით გაატარონ. შეგიძლიათ იქირაოთ იახტა ან წყლის სკუტერი და ზღვის უსასრულო ჰორიზონტის გასწვრივ გაისეირნოთ. ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარულთათვის კი ხელმისაწვდომია წყლის პარაშუტით ფრენა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ზღვისა და მთების თვალწარმტაცი პანორამული ხედებით დატკბეთ. აჭარის ზღვისპირეთი იდეალური ადგილია როგორც მშვიდი დასვენებისთვის, ისე დაუვიწყარი ემოციებისა და აქტიური თავგადასავლებისთვის.

image