საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

დანდალოს უძველესი თაღოვანი ხიდი

დანდალოს უძველესი თაღოვანი ხიდი 2..jpg

მდინარე აჭარისყალზე მდებარე კიდევ ერთი შესანიშნავი უძველესი თაღოვანი ხიდია - დანდალოს ხიდი. იგი მდებარეობს აჭარის, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ დანდალოს მახლობლად, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად.

დანდალოს ხიდის ორივე ბურჯი დადებულია ბუნებრივ კლდეზე, რაც განაპირობებს მის სიმყარეს. იგი აგებულია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ხიდის ორიგინალურობა მდგომარეობს იმაში რომ მას აქვს ლათინური ასო ბგერა S-ის ფორმა. სამშენებლო თვალსაზრიით მსგავსი ხიდის აშენბა უფრო რთულია ვიდრე კლასიკურის. მარცხენა მხარეს ხიდის ნაწილი მდინარის მიმართულების საპირისპირო მხარეს უხვევს.

Ხიდის ბურჯებზე დღემდე შემორჩენილია ხარაჩოების ბუდეების ფოსოები. 2006 წელს დანდალოს ხიდს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

შესაძლებელია ხიდის მიდამოებში, მინდორზე მოთავსება და პიკნიკის მოწყობა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

გაზიარება