ქართული პოლიფონია და ფოლკლორი
ქართული პოლიფონია და ფოლკლორი
აჭარაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა შეისწავლო და მოუსმინო პოლიფონიასა და ფოლკლორს. ტრადიციული ცეკვებისა და სიმღერების ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა ქედის მუნიციპალიტეტი. ქედა გამოირჩევა მისი ტრადიციულობის მიმდევარი მაცხოვრებლებით, რომლებიც დღემდე ტურისტებს აცნობენ ტრადიციული ღვინის მოყვანის პროცესს, ცეკვებსა და სიმღერებს.
ქედის საოჯახო სასტუმროებში, ადგილობრივების მიერ ხშირად იმართება სტუმრებისთვის ფოლკლორული საღამოები. მსგავსი აქტივობები ასევე ტარდება სახალხო ზეიმების დროს, როგორებიცაა შუამთობა, კოლხობა, ტბელობა და სხვ. გამორჩეული აჭარული ცეკვებია “ხორუმი” და “აჭარული”, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც განდაგანას.
ქედაში დაარსებული ფოლკლორული ანსამბლებია: გოგონებისგან შემდგარი ანსამბლი “იაგუნდი”, “მოყვარე” და “ელესა”. ასევე ცნობილია, რომ სამივე ანსაბლს აქვს ჩაწერილი ქართული ფოლკლორის სიმღერები დისკებზე.
მერისის ხეობაში მდებარეობს საოჯახო სასტუმრო, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ აჭარული და ქართული პოლიფონია და ფოლკლორი.