საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ბათუმის სანაპირო

ბათუმის-სანაპირო.jpg

ბათუმი იდეალური ადგილია ზღვისპირა დასვენებისთვის, სადაც რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულ საცურაო ზოლს, იდუმალი და ხელუხლებელი ტერიტორიები მოსდევს. ბათუმის ცნობილი ბულვარი სანაპირო ზოლს მიყვება. აქ გასეირნებისა და ჩრდილში ნებივრობის შესაძლებლობა კი განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის დასვენების დღეებს. სანაპიროზე შეგიძლიათ ზღვის კამკამა წყალში გაგრილდეთ, ოქროსფერი რუჯი მიიღოთ, უბრალოდ დატკბეთ საოცარი ხედებით ან ზღვის ხმას მოუსმინოთ.

ბათუმის სანაპიროზე გასეირნება ყველა სეზონზე კარგ განწყობაზე დაგაყენებთ, ზაფხულის ცხელ დღეებში კი მრავალფეროვანი აქტივობებითაც დაკავდებით. საზღვაო აქტივობებიდან არჩევანი დიდია. შეგიძლიათ დაიქირაოთ იახტა და ზღვის ჰორიზონტისაკენ გაცუროთ ან უფრო მეტი ადრენალისთვის წყლის პარაშუტით იფრინოთ ცაზე და ზემოდან დატკბეთ ქალაქის საოცარი ხედებით.

სანაპიროს სიახლოვეს უამრავი რესტორანი, კაფე და ბარია, სადაც დაისვენებთ, გემრიელად მიირთმევთ ქართულ თუ ევროპულ კერძებს და კარგადაც გაერთობით.

ყველა ამ აქტივობის გარდა, ბათუმის სანაპიროსთან ახლოს ბევრი ღირსშესანიშნობა და ცნობილი ძეგლია, რომელთა ნახვა დამსვენებლებისთვის საკმაოდ საინტერესოა. ასეთ ცნობილ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინეტიკური ძეგლიალი და ნინო”. ასევე, აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობათა სიაშია საოცრებათა პარკში მდებარე ანბანის კოშკი, საიდანაც  ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ქალაქსა და შავ ზღვაზე.

ზაფხულში ბათუმის სანაპიროზე დასვენება  ნამდვილად კარგი იდეაა, ასე რომ, აიღე კეპი, სათვალე, მზისგან დამცავი კრემი და დრო შავი ზღვის სანაპიროზე გაატარე!

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ბათუმის-სანაპირო.jpg1. ბათუმის სქაილაინი დღისით - სარეკლამო.jpgბათუმის სანაპირო.jpgბათუმი და ზღვა.jpgბათუმის სანაპირო 2.jpgბათუმის სანაპირო 1.jpgბათუმის სანაპირო 2.jpg

გაზიარება